„არა რუსულ კანონს!“ – მწერლები, გამომცემლები, მთარგმნელები „აგენტების კანონზე“

საქართველოს პენცენტრი, მწერლები, მთარგმნელები, გამომცემლები და ლიტერატურის სფეროში დასაქმებული ადამიანები გმობენ ე.წ. აგენტების კანონის ხელახლა ინიციირებას საქართველოს პარლამენტში. განცხადებაზე ხელმომწერები ამბობენ, რომ ხელისუფლება კვლავ ცდილობს რუსული კანონის ქართველი ხალხისთვის თავსმოხვევას.
„გაცემული სიტყვის გატეხა, მეგობრების გასაჭირში მიტოვება, მტერთან კოლაბორაცია, ძლიერთან ქედის მოხრა, ხოლო სუსტების ჩაგვრა, არასდროს ყოფილა და ვერასდროს იქცევა ქართული სულის და ხასიათის ნაწილად…
მოვუწოდებთ ქართველ ხალხს, არავითარ შემთხვევაში არ შეეგუონ სიტყვის გამტეხელ, ნებაყოფლობით გარუსებული მოღალატეების ძალმომრეობას და საქართველოს სახელმწიფოებრიობის ღალატს და ყველა შესაძლო ფორმით და მეთოდით წინ აღუდგნენ საქართველოს რუსიფიკაციის მორიგ მცდელობას“, – წერია განცხადებაში.
„ქართულმა ოცნებამ“ 3 აპრილს გამოაცხადა, რომ კვლავ გეგმავს ე.წ. აგენტების კანონის ინიციირებას. ამ კანონის მიღების მცდელობამ 2023 წლის მარტში მასობრივი საპროტესტო აქციები გამოიწვია. საბოლოოდ, მმართველმა პარტიამ კანონპროექტი გაიწვია.
განცხადებას ხელს აწერენ:
· გვანცა ჯობავა, გამომცემელი, მთარგმნელი;
· ანა ჯავახიშვილი, პოეტი;
· ბექა ქურხული, მწერალი;
· დალილა გოგია, მთარგმნელი;
· რატი მუჯირი, მწერალი;
· ზაზა კოშკაძე, მწერალი, პოეტი;
· პაატა შამუგია, პოეტი;
· ზაალ ანდრონიკაშვილი, ლიტერატურათმცოდნე;
· ზურა პაპიაშვილი, მწერალი;
· ნიკი თარხან-მოურავი, გამომცემელი;
· ეკატერინე ტოგონიძე, მწერალი;
· ბესო სოლომანაშვილი, მწერალი;
· ნინო ბექიშვილი, ჟურნალისტი, ლიტერატურის მენეჯერი;
· ნატო ალხაზიშვილი, გამომცემელი;
· ტორესა მოსი, მწერალი;
· თამარ ლონდარიძე, გამომცემელი;
· ნიკოლოზ აგლაძე, ლიტერატურის კრიტიკოსი;
· ლელა კოდალაშვილი, მწერალი;
· ირინე ჭოღოშვილი, ლიტერატურის მენეჯერი;
· ნატო გორდელაძე, გამომცემელი;
· ანა კოპალიანი, მთარგმნელი;
· მაკა კასრაძე, გამომცემელი;
· თინა მამულაშვილი, გამომცემელი
· , მწერალი;
· ნათია გიორგაძე, მწერალი;
· მაგდა ნოვაკოვსკა, მთარგმნელი, ქართველოლოგი;
· დარეჯან კიკოლიაშვილი, მთარგმნელი;
· ნატო კვარაცხელია, მთარგმნელი;
· ანა ჭაბაშვილი, რედაქტორი;
· მარინე ცხადაია, გამომცემელი;
· ირაკლი ლომოური, მწერალი
· რუსუდან რუხაძე, მწერალი;
· ვასო გულეური, მწერალი, მთარგმნელი;
· ნუკა ღამბაშიძე, გამომცემელი, კულტურის მენეჯერი;
· ლელა შუბითიძე, კულტურის მენეჯერი;
· ნინა სურამელაშვილი, მწერალი;
· თამთა მელაშვილი, მწერალი;
· მედეა იმერლიშვილი, ჟურნალისტი;
· შოთა იათაშვილი, მწერალი, პოეტი;
· მაშო სამადაშვილი, ლიტერატურათმცოდნე;
· ნატა ლომოური, კულტურის მენეჯერი, საქართველოს პენცენტრი;
· ხათუნა ცხადაძე, მთარგმნელი, საქართველოს პენცეტნრი;
· კოკა ქამუშაძე, მწერალი;
· რატი ამაღლობელი, პოეტი;
· მაიკო დანელია, კულტურის მენეჯერი;
· იაკი კაბე, მწერალი;
· ბელა ჩეკურიშვილი, პოეტი;
· ლელა დუმბაძე, მთარგმნელი;
· მაკო ჯანჯიბუხაშვილი, მწერალი;
· ანა მარგველაშვილი, გამომცემელი;
· დათო გორგილაძე, მწერალი;
· ზვიად კვარაცხელია, გამომცემელი;
· არჩილ ქიქოძე, მწერალი.

ასევე დაგაინტერესებთ