ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

“არასწორი მგონია 29-ში აქციაზე გამსვლელი ხალხისთვის რუსების ძახილი” – მეზვრიშვილი

პრინციპულად არასწორი მგონია 29-ში აქციაზე გამსვლელი ხალხისთვის რუსების ძახილი. ორივე აქციაზე გადიან ქართველები, რომელთაგან ვიღაცას თავისუფალი ნება შეზღუდული არ აქვს, ვიღაცა რისკავს, ვიღაცას გმირობა შეუძლია, ვიღაცას ნება შეზღუდული აქვს და ვერ რისკავს. კი, სასწორზე ქვეყნის ევროპული მომავალია და ყველაფერი გვერდითაა გადასადები, მაგრამ რთულია განსჯა, როცა სახლში წვრილი შვილი გყავს, რომელსაც შია და ხელისუფლების გადმოგდებული გროშები ფიზიკური არსებობის საკითხია. მთელი ბრაზი და წნეხი ოცნებაზეა გადასატანი, რომელიც ადამიანებს (ქართველებს) ასეთი მძიმე არჩევანის წინაშე აყენებს.
29-ის აქციაზე ბევრი ადამიანი იდგება, რომელიც რუსულ კანონს ეწინააღმდეგება, თავისთვის და თავისი შვილებისთვის ევროპა უნდა და უბრალოდ აქციაზე მისვლა იძულებით უწევს. ეს ფილმი ნანახი გვაქვს. ასე ძალადობენენ მოხელეებზე ნაცები მილევად რეჟიმში და არჩევნები ზუსტად იმ უბნებზე წააგეს, სადაც საჯარო მოხელეებს ზოგს საჩუქრად და ზოგს იაფად ბინები ჩამოურიგეს. ამიტომ, 29-ში აქციაზე მყოფი ხალხი თავის გადამწყვეტ არჩევანს 26 ოქტომბერს გააკეთებს.
ჩვენი ამოცანა კი ის უნდა იყოს, ხალხი ერთმანეთს არ დავაპირისპიროთ, რაც მხოლოდ რუსეთის და ივანიშვილის ინტერესშია.

არქივის შესახებპირველწყარო: www.alia.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 26 აპრილი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.