არარატ მირზოიანი – ვაღრმავებთ ეკონომიკურ და პოლიტიკურ ურთიერთობებს ბრიუსელთან და ვაშინგტონთან

სომხეთი ევროკავშირთან და შეერთებულ შტატებთან ურთიერთობების გაღრმავებისკენ მიისწრაფვის, – ამის შესახებ სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა არარატ მირზოიანმა პორტალTodos Noticias-ზე გამოქვეყნებულ ინტერვიუში განაცხადა.
„ჩვენ გვაქვს დემოკრატია და გვინდა გავაძლიეროთ დემოკრატიული ინსტიტუტები. ჩვენ ვხედავთ, რომ, მაგალითად, შეერთებული შტატები და ევროკავშირი მთავარი პარტნიორები არიან. ჩვენ ასევე დავინახეთ, რომ ევროკავშირი მზად იყო გამოეგზავნა სამოქალაქო მისია და საზღვარზე ვითარება მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა, მათი ყოფნა მნიშვნელოვნად უწყობს ხელს მშვიდობას რეგიონსა და სომხეთის ნაწილში. ახლა ჩვენ ვაღრმავებთ ეკონომიკურ და პოლიტიკურ ურთიერთობებს ბრიუსელთან და ვაშინგტონთან. ჩვენ ვცდილობთ ჩვენი უსაფრთხოებისა და განვითარების დემოკრატიული გზით და ინსტიტუტებით უზრუნველყოფას და ვხედავთ, რომ ამისთვის დასავლეთში კარგი პარტნიორები არიან“, – განაცხადა მირზოიანმა.
შეგახსენებთ, ს საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა, მ განაცხადა, რომ 5 აპრილს დაგეგმილი სომხეთი-ევროკავშირი--ის შეხვედრა მოსკოვში შეშფოთებას იწვევს, რადგან ვაშინგტონი და ბრიუსელი ღიად საუბრობენ მის ანტირუსულ ორიენტაციაზე.

ასევე დაგაინტერესებთ