“არაერთხელ ვთქვით, რომ ეს თემა არის აბსოლუტურად დახურული” – კობახიძე ვეტინგზე

პრემიერმინისტრი ამბობს, რომ ე.წ. ვეტინგის საკითხი “აბსოლუტურად დახურულია”.
კობახიძის თქმით, “ყველაფერზე მაღლა კონსტიტუციური სამართალი და სამართლის უზენაესობა დგას”.
“ჩვენ არაერთხელ ვთქვით და კიდევ ერთხელ შემიძლია გავიმეორო, რომ ეს თემა არის აბსოლუტურად დახურული. ყველაფერზე მაღლა დგას, რა თქმა უნდა, კონსტიტუციური სამართალი, სამართლის უზენაესობა. ყველაფერზე მაღლა დგას სასამართლოს დამოუკიდებლობის პრინციპი. რა თქმა უნდა, ვერავითარ შემთხვევაში ვერ დავუშვებთ ამ პრინციპების ხელყოფას.
ჩვენ გვაქვს არგუმენტები, ველოდებით არგუმენტებს. ეს არის ჩვენი მკაფიო პოზიცია. იმიტომ, რომ არ შეიძლება არგუმენტების გარეშე მოგთხოვონ სახელმწიფოს სუვერენიტეტის, სასამართლოს დამოუკიდებლობის ხელყოფა”, – თქვა მ.