ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ანტალიაში სამგზავრო ავტობუსი გადაბრუნდა, არიან დაღუპულები

ანტალიაში სამგზავრო ავტობუსი გადაბრუნდა, არიან დაღუპულები

ანტალიაში სამგზავრო ავტობუსი გადაბრუნდა, რის შედეგადაც, 8 ადამიანი დაიღუპა, - ინფორმაციას თურქული მედია ავრცელებს.
მედიის ცნობით, ავტობუსი გზისპირა ბარიერს შეეჯახა, შემდეგ კი თხრილში გადავარდა და გადაბრუნდა.
ანტალიის გუბერნატორმა, ჰულუში შაჰინმა განაცხადა, რომ შემთხვევის შედეგად 26 ადამიანი დაშავდა, მათ შორის რამდენიმეს მდგომარეობა მძიმეა.
შაჰინმა არ დააკონკრეტა, არიან თუ არა დაღუპულებსა და დაშავებულებს შორის უცხო ქვეყნის მოქალაქეები.
ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, ავტობუსის მძღოლმა საჭე მოსახვევთან მიახლოებისას ძლიერი ნისლისა და სველი გზის საფარის გამო ვერ დაიმორჩილა.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 1 თებერვალი, 2026. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.