ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ანდრია ჯაღმაიძე: რა დროს დარეკვაა ახლა, ამ შუაღამისას?

„რა დროს დარეკვაა ახლა, ამ შუაღამისას?“, - ასე უპასუხა საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა, დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ „პუბლიკას“. მას რუსთაველის გამზირზე მიმდინარე საპროტესტო აქციის დარბევის შესახებ საპატრიარქოს პოზიციის გასაგებად დავუკავშირდით.
⭕ რამდენიმე წუთის წინ დმანისისა და აგარაკ-ტაშირის მთავარეპისკოპოსი, ზენონ იარაჯული რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციაზე მივიდა.
⭕ სახალხო დამცველის შეფასებით, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მხრიდან 2024 წლის 30 აპრილს, 23.36 წუთზე გაფრთხილების გაჟღერების დროისთვის და ამჟამადაც აქციას აქვს მშვიდობიანი ხასიათი და არ არსებობს მისი შეწყვეტისა და მის წინააღმდეგ ძალის გამოყენების საფუძველი.
⭕ პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი მოუწოდებს შინაგან საქმეთა სამინისტროს, შეწყვიტოს თბილისის ქუჩებში მშვიდობიანი აქციის დაშლა.
არქივის შესახებ

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 1 მაისი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.