ანა წითლიძე – მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით რიგი დგას – ეს უნდა იყოს დამატებითი მოტივაცია პრეზიდენტისთვის, რომ გაათავისუფლოს

საპარლამენტო ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატის, ანა წითლიძის განცხადებით, საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა უნდა გაათავისუფლოს.
ანა წითლიძის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილის გასათავისუფლებლად ხელმოწერების შეგროვება გრძელდება.
„დღეს ზუგდიდმა კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ ყოველთვის იყო მიხეილ სააკაშვილის განსაკუთრებული მხარდამჭერი. ის, რომ დღეს აქ, მისი გათავისუფლების მოთხოვნით რიგი დგას, კიდევ ერთხელ ადასტურებს იმას, რომ ზუგდიდი და სამეგრელო ყველაზე მეტად გულშემატკივრობს მიხეილ სააკაშვილის თავისუფლებას. ამიტომ, ეს უნდა იყოს დამატებითი მოტივაცია ასევე საქართველოს მოქმედი პრეზიდენტისთვის, რომ მან მიიღოს გადაწყვეტილება და გაათავისუფლოს მიხეილ სააკაშვილი“, – განაცხადა ანა წითლიძემ.