ანა დოლიძე – „ქართულ ოცნებას“ გამოასწორებს ოპოზიციის გამარჯვება – 26-ში არჩევნებია და ისე კარგად გამოსწორდებიან 27 ოქტომბერს, სულ სხვა ადამიანები იქნებიან

„ქართულ ოცნებას“ გამოასწორებს ოპოზიციის გამარჯვება,- ამის შესახებ პარტია „ხალხისთვის“ თავმჯდომარე მ ტელეკომპანია „პალიტრანიუსის“ გადაცემა „დღის ნიუსრუმი“ განაცხადა.
როგორც მან აღნიშნა, მას შემდეგ, რაც ოპოზიცია გაიმარჯვებს, „ძალიან ზრდილობიანი გახდება მმართველი გუნდის ყველა წარმომადგენელი და სულ სხვა ადამიანები იქნებიან“.
“ქართულ ოცნებას“ გამოასწორებს ოპოზიციის გამარჯვება. 26-ში არჩევნებია და ისე კარგად გამოსწორდებიან 27 ოქტომბერს, სულ სხვა ადამიანები იქნებიან, თუ დაინახავენ შედეგებს. ჩემი თვალით ვუყურე მოსამართლეთა კლანი რა მდგომარეობაში იყო ვაშაძე-ზურაბიშვილის არჩევნების მეორე დღეს. სხდომას ვერ ატარებდნენ. ეზოში გავიდნენ და გაოგნებულები ფიქრობდნენ, გადავეწყოთ, თუ არ გადმოვეწყოთ. ასე მოხდება, მათ მხოლოდ ოპოზიციის გამარჯვება გამოასწორებთ. ძალიან ზრდილობიანი ხალხი გახდება ყველა“,-აღნიშნა დოლიძემ.
რაც შეეხება უშუალოდ პარტიას „ხალხისთვის“, დოლიძის თქმით, მისი ძალა რომელიმე პარტიასთან გაერთიანებას გამორიცხავს.
„ჩვენ გაერთიანებას რომელიმე პარტიასთან გამოვრიცხავთ. პარტიას გრძელვადიანი გეგმები აქვს. გვინდა ევროპული პარტია ავაშენოთ. არავისთან გავერთიანდებით. ტაქტიკურად სხვადასხვა საკითხზე ვთანამშრომლობთ პარტიებთან, რომელიც არ არის „ნაციონალური მოძრაობა“. შესაძლოა, ტაქტიკური შეთანხმება არჩევნებთან დაკავშირებით, ხმების დაცვის კუთხით, მათთან გავაფორმოთ. პარტია ამ არჩევნებზე იქნება, შემდეგ არჩევნებზეც და იმედია, ხელისუფლებაშიც იქნება“, – აღნიშნა დოლიძემ.

ასევე დაგაინტერესებთ