ანა დოლიძე – ქართველ ხალხს შეგვიძლია ბრძოლა სამშობლოსთვის, ჩვენი ოჯახებისა და თავისუფლებისთვის

დღეს 25 თებერვალია, საბჭოთა ოკუპაციის დღე. გაგვიმარჯოს ჩვენ, ქართველ ხალხს, რომელსაც შეგვიძლია ბრძოლა სამშობლოსთვის, ჩვენი ოჯახებისა და თავისუფლებისთვის, – ასე გამოეხმაურა საბჭოთა ოკუპაციის დღეს პარტია „ხალხისთვის“ ლიდერი, .
როგორც მან საკუთარ „ფეისბუქ“ გვერდზე აღნიშნა, ქართველი ერის დამარცხება შეუძლებელია.
„გაუმარჯოს იმ სულისკვეთებას, რომელსაც შეუძლია დიდი და სისხლიანი იმპერია შიშველი ხელებით დაამარცხოს. დღეს 25 თებერვალია, საბჭოთა ოკუპაციის დღე. გაგვიმარჯოს ჩვენ, ქართველ ხალხს, რომელსაც შეგვიძლია ბრძოლა სამშობლოსთვის, ჩვენი ოჯახებისათვის, თავისუფლებისთვის და რომლის დამმარცხებელი დედამიწაზე არავინ არის. დიდება ჩვენი გმირების სულებს“, – აღნიშნავს ანა დოლიძე.
ინფორმაციას პარტია „ხალხისთვის“ ავრცელებს.

ასევე დაგაინტერესებთ