ანა დოლიძე – სალომე ზურაბიშვილთან იმიტომ მოვედით, რომ მისი ხედვის შესახებ მოვისმინოთ, ამის შემდეგ განვიხილავთ, ჩვენს პარტიულ ხედვასთან რამდენადაა თანხვედრაში მისი ხედვა

[სალომე ზურაბიშვილთან] იმიტომ მოვედით, რომ მისი ხედვის შესახებ მოვისმინოთ, – ამის შესახებ პარტია ხალხისთვის“ ლიდერმა მ ჟურნალისტებს პრეზიდენტთან შეხვედრის დაწყებამდე განუცხადა.
როგორც ის განმარტავს, სგან მისი ხედვებისა და გეგმების შესახებ მოისმენს.
„ეს შეხვედრა თავად პრეზიდენტის ინიციატივითაა მისი გამოსვლის შედეგად, სადაც მან პარტიებს მოუწოდა შეხვედრისკენ, რათა იმ გეგმაზე გვესაუბრა, რაც ევროკავშირშია წარსადგენი. შესაბამისად, დღეს, ჩვენ მოვედით, რათა გაგვეგო თავად პრეზიდენტისგან მისი ხედვა, ცოტა მეტი კონკრეტიკა მიგვეღო, რას აპირებს, რა ფორმაში და ვისთან ერთად აპირებს. ამის შემდეგ მოვიფიქრებთ ჩვენს როლს ამასთან მიმართებაში.
რადგან ეს შეხვედრა პრეზიდენტის ინიციატივითაა, პირველ რიგში, მისგან გვაინტერესებს როგორ ხედავს ამ პროცესს, რამდენად საქმიანი, ან პოლიტიკურია ეს პროცესი, ამის მოსასმენად მოვედით. ამის შემდეგ, ჩვენ განვიხილავთ, უკვე ჩვენს პარტიულ ხედვასთან რამდენადაა [თანხვედრაში]“, – განაცხადა დოლიძემ.
კითხვაზე, ამზადებს თუ არა პრეზიდენტი ოპოზიციას მმართველი გუნდის დასამარცხებლად, დოლიძე ასე პასუხობს:
„მართალი გითხრათ, მისი დღის წესრიგი, მისი ხედვა ამ პროცესთან დაკავშირებით ჩემთვის ცნობილი არ არის, სწორედ იმიტომ მოვედით, რომ ამ ხედვის შესახებ მოვისმინოთ, ეს არის საქმიანი პროცესი, თუ პოლიტიკური პროცესი. ამის შემდეგ ჩამოვყალიბდებით, ჩვენ რაში ვმონაწილეობთ“, – განაცხადა დოლიძემ.
ის ასევე გამოეხმაურა სასამართლოში არსებულ მდგომარეობას.
„ვეტინგი“ არის გადარჩევის პროცესი – პოლიტიკოსებს მოვუწოდებ, მეტ დაბნეულობას ნუ შეიტანენ და ხალხს ქართულად უთხრან, რაზეა საუბარი. გადარჩევის პროცესი მიღებული ფორმაა ისეთ პრობლემებთან გამკლავებისთვის, რაც ჩვენს სასამართლოს ჭირს, შესაბამისად, ეს ფორმა საქართველოს პარლამენტში 2020 წელს წარვადგინე, როგორც ერთ-ერთი ნაბიჯი სასამართლოს რეფორმისთვის. ვფიქრობ, „ქართული ოცნება“ ამას ვერ გაბედავს, რადგან სასამართლო კლანი და ეს მთავრობა გადაჯაჭვული არიან ერთმანეთზე, შესაბამისად, ამ კლანს ის ხელისუფლებაში ყოფნის დროს ვერ დაემშვიდობება… მთავარი პრინციპი, რითაც ხალხი სასამართლოში ინიშნება, დუმილი და ერთგულებაა, ზუსტად იგივე პრინციპი, რაც მაფიებს აქვთ, ამიტომ არის ეს სისტემაა პირველ რიგში დასაშლელი, როცა ეს ხელისუფლება შეიცვლება“, – განაცხადა დოლიძემ.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი მელაშვილი: ამ დროს მათ იმედი აქვთ, რომ თავიანთი შვილები დასავლეთში ისწავლიან, მათი ცოლები შვილებს იქ გააჩენენ და იქაურ მოქალაქეობას მიიღებენ, თქვენ კიდევ გაგბერავენ ტყუილებით იმაზე, რომ …