ანა დოლიძე – პრეზიდენტმა თქვა, რომ მისი ინტერესი არ არის, რამე გაერთიანება იყოს, ან პროცესს პოლიტიკური ელფერი ჰქონდეს – ეს იქნება საქმიანი პროცესი და იდეების შედგენას ეხება, რათა ევროკავშირში გაიგზავნოს

პრეზიდენტმა თქვა, რომ მისი ინტერესი არ არის, ეს რამე გაერთიანება იყოს, ან ამ პროცესს რამე პოლიტიკური ელფერი ჰქონდეს. ეს იქნება საქმიანი პროცესი და იდეების შედგენას ეხება, რათა ევროკავშირში გაიგზავნოს, – ამის შესახებ პარტია „ხალხისთვის“ ლიდერმა მ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
როგორც დოლიძე განმარტავს, თუ ვისთან ერთად უნდა მოაწერონ რეფორმების დოკუმენტს ხელი, ეს ჯერ არ იციან.
„პარტიას „ხალხისთვის“ აინტერესებს, როგორი პროცესი იქნება, რაზეც პრეზიდენტი საუბრობს, ეს იქნება საქმიანი მუშაობის პროცესი, თუ პოლიტიკური პროცესი. ითქვა, რომ აქ არ იგულისხმება არავითარი გაერთიანება, ერთობლივ დოკუმენტზე მუშაობა იგულისხმება, ჩვენ გამოვაგზავნოთ ჩვენი გეგმები და რეფორმების ხედვები რაც გვაქვს და პასუხისმგებლობა ავიღოთ პარტიებმა, რომ რაც ამ გეგმაში წერია, გავაკეთოთ. ჩვენს პარტიას ჩვენი გეგმები, რეფორმები ისედაც გვიწერია, სასამართლოზე ჩვენი პოზიციები ყველამ იცის, შესაბამისად, დავსხდებით და ვიფიქრებთ პარტიულად ეს პროცესი დოკუმენტის ერთობლივი შედგენა რამდენად საინტერესოა. პრეზიდენტმა რა ინფორმაციაც მოგვაწოდა, ეს იყო მნიშვნელოვანი, რომ გაერთიანებისკენ არ მიდის. ვინ იქნება ამ პროცესში ჯერ არ ვიცით, ბევრ ადამიანს, პარტიას, „ნაციონალურ მოძრაობას“, მის ყოფილ წევრებს, ბევრს უნდა მონაწილეობა, ჩვენთვის ეს საინტერესო არ არის. რაც მეტ ინფორმაციას მოვიპოვებთ, გზადაგზა, ჩვენც მოვახსენებთ პრეზიდენტს პარტიულად.
ამ ეტაპზე მისგან[პრეზიდენტისგან] დეტალები მოვისმინეთ, პროცესი როგორ წავა. ბევრი რამ ჯერ კიდევ არ ვიცით, ვისთან ერთად უნდა მოვაწეროთ რეფორმების დოკუმენტს ხელი, ჩვენ ჯერ არ ვიცით. წითელი ხაზები იცით რომ გვაქვს – „ნაციონალური მოძრაობა“, მისი ყოფილი წევრები თანამშრომლობისთვის საინტერესო არ არის, გზაში გავიგებთ რამდენად იქნება ასეთი ფასეულობების ხალხი და შესაბამისად, პარტიულ პოზიციას დავუბრუნებთ საქართველოს პრეზიდენტს.
პრეზიდენტმა თქვა, მისი ინტერესი არ არის, რომ ეს იყოს რამე გაერთიანება, ან რამე პოლიტიკური ელფერი ჰქონდეს ამ პროცეს, ეს იქნება საქმიანი პროცესი და იდეების შედგენას ეხება იმისთვის, რომ ევროკავშირში გაიგზავნოს“, – განაცხადა დოლიძემ.

ასევე დაგაინტერესებთ