ანა ბუჩუკური – დავით ნარმანია ბევრად ამბიციური იყო, თბილისს მილიონი ხის დარგვას მაინც ჰპირდებოდა – როგორც ჩანს, კახი კალაძეს დედაქალის მერობა სკვერების გახსნა ჰგონია!

დავით ნარმანია ბევრად ამბიციური იყო – თბილისს მილიონი ხის დარგვას მაინც ჰპირდებოდა. როგორც ჩანს, ს დედაქალის მერობა სკვერების გახსნა ჰგონია! – ასე აფასებს პარტია “საქართველოსთვის“ დეპუტატი ანა ბუჩუკური 15 ახალი მეტროსადგურის გახსნის დაპირებაზე ხელისუფლების წარმომადგენლების გამოხმაურებებს.
ბუჩუკურის თქმით, თბილისის მეტროს გაფართოების ინიციატივაზე “ხელისუფლების ისტერიული რეაქცია ღიმილისმომგვრელია“.
“მინდა საზოგადოებას ვუთხრა, რომ თბილისის გენერალური გეგმა მეტროს გაფართოებას ითვალისწინებს. ხელისუფლებას არანაირი ამბიცია აღარ შემორჩა – თბილისი ევროპული ქალაქი უნდა გახდეს.
დედაქალაქის მეტროს გაფართოების თაობაზე ჩვენი პარტიის ინიციატივა ხელისუფლების ორ კრიტერიუმს არ აკმაყოფილებს – ერთია ის, რომ ეს მეგაპროექტი ლენტის გაჭრას არ ემსახურება და მეორე, ასეთი ტიპის მეგაპროექტებში კორუფციული სქემების შემუშავება არის რთული“, – განაცხადა ანა ბუჩუკურმა.
რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა ირაკლი ქარსელაძემ მეტროსდგურების მშენებლობასთან დაკავშირებით “გახარია – საქართველოსთვის“ პარტიის დაპირებას “არასერიოზული“ უწოდა. როგორც მან “პალიტრანიუსის“ გადაცემა “360 გრადუსში“ განაცხადა, 15 მეტროსადგურის მშენებლობა ქსელის გაყვანას გულისხმობს, რაც ბევრად ძვირია, ვიდრე საგზაო მშენებლობა.
“როდესაც ინფრასტრუქტურულ დაპირებას იძლევი, შესაბამისი პირველადი ეტაპები მაინც უნდა იყოს განვლილი ამ დაპირების შესასრულებლად, წინააღმდეგ შემთხვევაში, ნებისმიერი დაპირება ძალიან არასერიოზულია“, – განაცხადა ქარსელაძემ.
აღნიშნულ დაპირებას ასევე გამოეხმაურა თბილისის ტრანსპორტის საქალაქო სამსახურის უფროსი ვიქტორ წილოსანი. მისი თქმით, “გიორგი გახარიას პარტიის მიერ დაანონსებული 15 მეტროსადგურის მშენებლობა არის აბსურდი და ტყუილი დაპირება“.

ასევე დაგაინტერესებთ