ანალენა ბერბოკი – ევროკავშირში საქართველოს კანდიდატის სტატუსი ისტორიული შესაძლებლობაა – ხელისუფლებაზეა დამოკიდებული, განზრახ არ გადაკეტოს მომავლისკენ გზა

ხელისუფლებაზეა დამოკიდებული, განზრახ არ გადაკეტოს მომავლისკენ გზა. ამის შესახებ გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი ანალენა ბერბოკი “ტვიტერის” პირად გვერდზე წერს.
“ევროკავშირში საქართველოს კანდიდატის სტატუსი ისტორიული შესაძლებლობაა, რომელსაც მხარს უჭერს ათიათასობით ადამიანი ქუჩაში. მისი საფუძველია დემოკრატიული, ენერგიული და კრიტიკულად განწყობილი სამოქალაქო საზოგადოება. ხელისუფლებაზეა დამოკიდებული, განზრახ არ გადაკეტოს მომავლისკენ გზა“, – წერს ბერბოკი.

ასევე დაგაინტერესებთ

გიგი წერეთელი – ვენეციის კომისიასთან პარანოიალური იდეებით ბრძოლა, თითქოს მათ დასკვნა ვიღაცამ დააწერინა ან ვინმე მართავს, მიუთითებს, რომ ხელისუფლებას რაციონალური ნაბიჯების რესურსი არ დარჩა