კანის კინოფესტივალზე ოჯახის წევრები “საკუთარი ხარჯებით” წაიყვანეს – ბაჩო ოდიშარია

კინოცენტრის ფილმწარმოების დეპარტამენტის უფროსი და POSTV-ის წამყვანი ბაჩო ოდიშარია ამტკიცებს, რომ ფოტოზე აღბეჭდილი ოჯახის წევრები კანის კინოფესტივალზე მათ საკუთარი ხარჯებით წაიყვანეს.
“ცოლებისა და შვილებისადმი ეს ბაბლი რომ პერვერსიულადაა განწყობილი და ყველა შესაძლო ხერხით იყენებს ინსტრუმენტად, სიახლე აღარავისთვისაა, უბრალოდ ეს მგონი პირველი შემთხვევაა, სადაც ფაშისტური ვნებები ბოლომდე გაშალეს და მცირეწლოვანი ბავშვების ირგვლივ ქილიკი, მეუღლეების დამუნათება გაიხადეს ოპონირების იარაღად. ფოტოზე აღბეჭდილია რეჟისორი თინათინ ყაჯრიშვილი, რომლის შვილიც საკუთარი ხარჯებით წამოიყვანა, რეჟისორი მარიამ ხაჭვანი, რომელმაც თავის შვილი საკუთარი ხარჯებით წაიყვანა და ჩემი მეუღლე და შვილი, რომელიც ჩემი ხარჯებით წავიყვანე. ეს მათთვის, თუ ვინმეს კითხვები აქვს, ბიუჯეტის ფული ხო არ დაიხარჯა ბავშვებზე თოთოეული მათგანი არც პირველად იყო კანში და მითუმეტეს, არც უკანასკნელად”

ასევე დაგაინტერესებთ