გიგი წერეთელი – ვენეციის კომისიასთან პარანოიალური იდეებით ბრძოლა, თითქოს მათ დასკვნა ვიღაცამ დააწერინა ან ვინმე მართავს, მიუთითებს, რომ ხელისუფლებას რაციონალური ნაბიჯების რესურსი არ დარჩა

ვენეციის კომისიასთან პარანოიალური იდეებით ბრძოლა, რომ მათ ეს ვიღაცამ დააწერინა ან ვინმე მართავს, მიუთითებს, რომ ხელისუფლებას რაციონალური ნაბიჯების რესურსი არ დარჩა, – ამის შესახებ
„ევროპული საქართველოს“ პოლიტსაბჭოს თავმჯდომარემ, გიგი წერეთელმა განაცხადა, რითაც ვენეციის კომისიისა დასკვნასა და მასზე „ქართული ოცნების“ რეაგირებას გამოეხმაურა.
როგორც გიგი წერეთელი აღნიშნავს, ვენეციის კომისიის დასკვნა ძალიან მკაფიო იყო.
მისივე თქმით, როგორც წესი კომისია რეკომენდაციებითა და შენიშვნებით შემოიფარგლება, თუმცა ახლა იმდენად ნათელია ვითარება, მათ ხელისუფლებას პირდაპირ მოუწოდეს, რომ ეს კანონი არ მიიღონ.
„ვენეციის კომისია მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე ავტორიტეტული ორგანიზაციაა საკანონმდებლო და საკონსტიტუციო საკითხებში და მასთან ბრძოლა პარანოიალური იდეებითა და კონსპირაციებით, რომ მათ ეს დასკვნა ვიღაცამ ძალით დააწერინა ან ისინი იმართებიან რაღაც ძალებისგან, მიუთითებს იმაზე, რომ ხელისუფლებას არავითარი რაციონალური ნაბიჯების გადადგმის რესურსი არ გააჩნია. მისი ყველა მოქმედება ქვეყნისთვის მხოლოდ ზიანის მომტანია“, – განაცხადა წერეთელმა.

ასევე დაგაინტერესებთ