“ამ წუთებშიც კი რუსები ბეტონის კედელს აშენებენ ე.წ ენგურის საზღვარზე, თურმე “დუტი ფრი” უნდა მოაწყონ” – ბელქანია

წალენჯიხის მერის მოადგილე, ისტორიკოსი და ჟურნალისტი თამარ ბელქანია:
#რახდებააფხაზეთში # ის, რაც ოკუპირებულ აფხაზეთში ხდება იცის ყველამ ვინც იქ და საოკუპაციო ხაზზე ცხოვრობს. რუსული სანომრე ნიშნიანი სატვირთო ავტომობილები თავისუფლად გადაადგილდებიან არა მხოლოდ ენგრუსი ხიდზე, არამედ სამეგრელოშიც. გახედეთ ადგილობრივ ბაზრებს, სადაც უპრობლემოდ იყიდება სწორედ რუსული წარმოების უაქციზო პროდუქცია+სიგარეტი საწვავი სასმელი. მეტიც, ამ წუთებშიც კი რუსი სამხედროები ბეტონის კედელს აშენებენ ე.წ ენგურის საზღვარზე სადაც თურმე “დუტი ფრი” უნდა მოეწყოს ეს იმ დროს ხდება, როდესაც ქართულ მოსახლეობას ორი კილო ყველის გადასატანად დამატებითი ნებართვა სწორედ ქართული მხარესაგან შერიგების სამინისტროდან ( თ.ხ- საგან ) სჭირდება. რეალურად ოკუპირებული აფხაზეთი სწორედ ეკონომიკური დივერსიის ფორმით არის ჩართული რუსეთ-უკრაინის ომში! რეალობა არის ეს!

ასევე დაგაინტერესებთ