არქივი26 იანვარი, 2025, 20:18
"ამ ქალაქში ერთი ქალი დაატყვევეს და ის მე-15 დღეა შიმშილობს!

"ამ ქალაქში ერთი ქალი დაატყვევეს და ის მე-15 დღეა შიმშილობს!" - მზიამ ამაღლობელის მხარდამჭერი გრაფიტის ფოტოს სოციალურ ქსელში თამარ კურატიშვილი აქვეყნებს.
გამოცემა "ბათუმელების" და "ნეტგაზეთის" დამფუძნებელი მზია ამაღლობელი ბათუმის პოლიციის უფროსზე, ირაკლი დგებუაძეზე თავდასხმის ბრალდებით 11 იანვარს დააკავეს.
14 იანვარს ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ, ნინო სახელაშვილმა პროკურატურის შუამდგომლობა დააკმაყოფილა და ამაღლობელს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.
არქივის შესახებ
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 26 იანვარი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.