“ამ კანონპროექტის შინაარსი წარმოუდგენლად შემაშფოთებელია” – სახდეპის პრესპიკერი

ამ კანონპროექტის შინაარსი წარმოუდგენლად შემაშფოთებელია – ამ განცხადებას სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერი, ვედანტ პატელი აკეთებს.
პატელი რუსული კანონის რეინიცირებას ეხმაურება და კიდევ ერთხელ იმეორებს, რომ მსგავსი შინაარსის კანონი მოქმედებს იმ ქვეყნებში, სადაც სამოქალაქო ორგანიზაციებს ებრძვიან და დევნიან. გარდა ამისა, კიდევ ერთხელ იმეორებს, რომ “კანონმდებლობა შეუსაბამოა ევროკავშირის მიზნებთან”.
ბოლო რამდენიმე კვირაა, რაც ვსაუბრობთ ამ კანონპროექტზე და მე გავიმეორებ – ამ კანონპროექტის შინაარსი წარმოუდგენლად შემაშფოთებელია. ეს არის იმ კანონმდებლობის მსგავსი, რომელიც არსებობს ისეთ ქვეყნებში, რომელსაც მედია ორგანიზაციების დარბევის გამოცდილება აქვთ და ებრძვიან სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებს. ვფიქრობთ, რომ ამგვარი კანონმდებლობა შეუსაბამოა ევროკავშირის მიზნებთან, რაც არის ის, რაც საქართველომ თავად განაცხადა, რომ ასეთი მომავლით დაინტერესებულია,” – ამბობს პატელი.

ასევე დაგაინტერესებთ