ამერიკელი კანონმდებლები ბიუჯეტზე შეთანხმებას ცდილობენ

ამერიკელი კანონმდებლები ცდილობენ 14 მარტს მოსალოდნელი მთავრობის დახურვა აირიდონ და მანამდე ბიუჯეტის ისეთ ვერსიაზე შეთანხმდნენ, რომელიც ორივე პარტიისთვის მისაღები იქნება. თუმცა გადასაწყვეტ საკითხთა შორის ბევრი სერიოზული თემაა. მათ შორის, როდის ამოქმედდეს 2017 წლის საგადასახადო ცვლილებები და როგორ შემცირდეს ამერიკის დეფიციტი ისე, რომ ამერიკელი ამომრჩევლისთვის მნიშვნელოვანი პროგრამების დაფინანსება არ შეიზღუდოს.
პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა მოუწოდა კანონმდებლებს მიიღონ “ერთი დიდი, მშვენიერი კანონი”, რომელიც მას შიდა პოლიტიკის გატარებაში დაეხმარება.
მიუხედავად იმისა, რომ ამერიკის პრეზიდენტმა ბიუჯეტის წარმომადგენელთა პალატისეული ვერსიის მხარდაჭერა გამოხატა, სენატმა პარასკევს რეზოლუცია გამოსცა, რომელიც 150 მილიარდ სამხედრო დაფინანსებას და 175 მილიარდ დოლარს საზღვრის უსაფრთხოებისთვის ითვალისწინებს. ამ ვერსიაში ასევე თავიდანაა არიდებული ის წინააღმდეგობრივი სამედიცინო შეკვეცები, რაც პალატის მიერ წარდგენილ ვერსიაშია გათვალისწინებული.
სენსატის ლიდერები სხვა ცვლილებების მოგვიანებით, ცალკე კანონით მიღების წინადადებით გამოდიან.
“რესპუბლიკელები წინ მიიწევენ კანონისკენ, რომელიც გააგრძელებს დაფინანსებას იმ ძალისხმებისთვის, რომ მოხდეს კრიმინალი მიგრანტების დეპორტაცია, ისევე, როგორც სხვა აუცილებელი რესურსების უზრუნველყოფა ჩვენი საზღვრის დასაცავად, უკანონო იმიგრაციის დემოტივაციისთვის და კანონის უზენაესობის პატივისცემის აღსადგენას”, – თქვა სენატის უმრავლესობის ლიდერმა ჯონ თუნმა ორშაბათს სენატში.
თუმცა უმცირესობის ლიდერი ჩაკ შუმერი ამბობს, რომ რესპუბლიკელების ვერსია მხოლოდ უმდიდრესი ამერიკელების ინტერესებს ითვალისწინებს და ამის სანაცვლოდ ის მოქალაქეები დაიჩაგრებიან, რომლებიც საშუალო კლასს მიეკუთვნებიან და ვეღარ მიიღებენ მომსახურებას, რომლებიც ძალიან სჭირდებათ.
კანონად ქცევამდე სენატისა და პალატის ვერსიები როგორმე უნდა გაერთიანდეს და ერთ საბიუჯეტო პროექტად იქცეს. თუკი კანონმდებლები ვერ შეძლებენ კომპრომისის 14 მარტამდე მიღწევას, მაშინ ამერიკის ფედერალური ხელისუფლების ნაწილი დაიხურება, ანუ თანამშრომლების ნაწილი – მილიონობით საჯარო მოხელე დროებით ანაზღაურების გარეშე დარჩება. არაარსებითი მნიშვნელობის ფუნქციები და სამუშაოები კი შეჩერდება.

ასევე დაგაინტერესებთ

ზურაბ პატარაძე: განსაკუთრებულად დიდი მადლობა გადავუხადო ჩვენი პარტიის საპატიო თავმჯდომარეს, ბატონ ბიძინა ივანიშვილს, რომელმაც ძალიან დიდი წვლილი შეიტანა ჩვენი ქვეყნის აღმშენებლობაში

მიხეილ სააკაშვილი: არსაიდან გასვლას და არანაირ დემარშს არ ვაპირებ – არც ზურგში დანის ჩარტყმის მოთმენას ვაპირებ, არც იმას, რომ ვიღაცის მიერ ჩემთვის დაწესებული წესებით ვიმოქმედო, ეს არასდროს გამიკეთებია და არც სხვას ვურჩევ