ამერიკაში ქართველი ემიგრანტი გარდაიცვალა

ამერიკაში კიდევ ერთი ქართველი ემიგრანტი გარდაიცვალა. სამწუხარო ინფორმაცია სოციალური ქსელის ერთ-ერთ ჯგუფში გავრცელდა.
„სამწუხაროდ, 11 სექტემბერს ამერიკის ემიგრაციას კიდევ ერთი საუკეთესო ქართველი, ადამიანობის უბადლო მაგალითი, პატიოსნებითა და სიკეთით გამორჩეული, ღირსეული მამულიშვილი გამოაკლდა.
გულისტკივილით ვუსამძიმრებთ ნინო შანიძეს ძმის, ვასილი (ვასიკო) შანიძის, გარდაცვალების გამო.
დამწუხრებულია და გლოვობს მისი მშობლიური ბათუმი, გლოვობს და ელოდება ჩაიკრას გულში მისი მონატრებული შვილი“, – ვკითხულობთ სამძიმრის პოსტში.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე: ადამიანები, რომლებიც დღეს მთავარ რუსოფობებად არიან დანიშნული, ღიად საუბრობდნენ, რომ რუსი ტურისტი, ფული იყო მათთვის მისაღები, ახლა აქვთ სრულიად განსხვავებული რიტორიკა, განსაკუთრებით, 2022 წლის შემდეგ

ონისე ცხადაძე – 3 დღის წინ საკანში შემოიყვანეს სამი პატიმარი ისე, რომ ჩვენთვის არ უკითხავთ – ხომ მაგრად იცავენ მომეტებული რისკის კრიტერიუმებს?! – გუშინ საღამოს შემდეგ ვითხოვ, რომ მოაგვარონ, მაგრამ არ აკეთებენ, რადგან ეს ხდება განზრახ