ალენ დელონს სასამართლომ საკუთარი ქონების განკარგვა აუკრძალა

სასამართლოს გადაწყვეტილებით ალენ დელონს გარკვეული უფლებები, მათ შორის საკუთარი ქონების განკარგვის უფლება შეეზღუდა.

საქმე სპეციალურმა სამეურვეო სასამართლომ განიხილა, რომელსაც 88 წლის მსახიობის ადვოკატებმა და ქალიშვილმა ანუშკამ მიმართეს. დელონს არ ექნება შეზღუდული მარტივი ოპერაციები, თუმცა დიდ გადაწყვეტილებებს, როგორიც პირადი ქონების გაყიდვა ან გასხვისებაა, ფრანგი მსახიობი ვერ მიიღებს. ოპერაციებს ჩაიბარებს სპეციალურად დანიშნული მრჩეველი, მასვე ეხება სამედიცინო პროცედურები და ექიმების შერჩევა.

დელონის ქალიშვილის ადვოკატის თქმით, “ეს გადაწყვეტილება დადებითად უნდა მივიღოთ”.

მსახიობის ვაჟიშვილები ანუშკა დელონს მამაზე ზეწოლაში ადანაშაულებენ. ისინი მამის სამკურნალოდ საფრანგეთში გადაყვანას ითხოვენ, ამჟამად დელონი ქალიშვილთან ერთად შვეიცარიაში იმყოფება.

ცოტა ხნით ადრე მსახიობის ვაჟმა, ანტონი დელონმა საკუთარ დას, ანუშკას სასამართლოში უჩივლა. მისი თქმით, დამ დაუმალა მამის ჯანმრთელობის მდგომარეობა. მოგვიანებით თავად მსახიობმა პირადი ინფორმაციის ნებართვის გარეშე გასაჯაროების ფაქტზე თავად უჩივლა ვაჟს.

გამოცემა Voici-ს ინფორმაციით დელონების ოჯახში დაპირისპირება 88 წლის მსახიობის ქონებას უკავშირდება.

ასევე დაგაინტერესებთ

ნიკოლოზ რაჭველი: იმდენად მივეჩვიე და საკუთარ თავზეც იმდენჯერ გამოვცადე, რომ თავიდან საერთოდ ვერ აღვიქვი განსაკუთრებულ მოვლენად, მაგრამ თამრიკოს (დედის) ვიდეო მიმართვამ ძალიან დამთრგუნა…

“როცა სოხუმი უკანასკნელ დღეებს, საათებს და მებრძოლებს ითვლიდა, სენაკის სამხედრო აეროპორტში პრეზიდენტი გამსახურდია ჩამოფრინდა. მისი გამოჩენა იმდენად მოულოდნელი და შოკის მომგვრელი იყო, რომ კარგა ხანს მანქანაც ვერ მონახეს, რომ ზუგდიდში ჩამოეყვანათ”