ალენ დელონის უახლესი ფოტო: “ძა­ლი­ან სიმ­პა­თი­უ­რია. თა­ვი­სი მა­რა­დი­უ­ლი ლურ­ჯი თვა­ლე­ბითა და მებ­რძო­ლი იე­რით” – Marao

როგორც ცნობილია, ყველა დროის ყველაზე მომხიბვლელ მამაკაცს, ალენ დელონს ოჯახის ზოგიერთ წევრთან, მათ შორის, შვილებთან არც ისე დალაგებული ურთიერთობა აქვს. მედიაში არაერთხელ დაიწერა, რომ დელონს შვილი ძალადობაში ადანაშაულებდა, ურჩხულს უწოდებდა და მისგან თავს მაქსიმალურად შორს იჭერდა. ანუშკა დელონი კი მამაზე განსაკუთრებით ზრუნავს და ალენის გულშემატკივრებს დროდადრო საკულტო მსახიობის ფოტოებსაც უზიარებს.
“დი­ლით მა­მა­ჩემს ესსუ­რა­თი გა­და­ვუ­ღე. მას­თან ერ­თად ვისაუზმე და ამისთვის ძალიან მად­ლი­ე­რი ვარ. ეს ყვე­ლა­ზე ტკბი­ლი და უნი­კა­ლუ­რი მო­მენ­ტია. ვფიქ­რობ, ძა­ლი­ან სიმ­პა­თი­უ­რია. თა­ვი­სი მა­რა­დი­უ­ლი ლურ­ჯი თვა­ლე­ბითა და მებ­რძო­ლი იე­რით, რო­მე­ლიც წარ­მო­უდ­გე­ნელ ძა­ლას მაძ­ლევს. ჩემ­თვის ის უკ­ვდა­ვია. ფოტო თავადაც ძა­ლი­ან მო­ე­წო­ნა. ასე რომ, მისი ნე­ბარ­თვით გი­ზი­ა­რებთ. მათ კი, ვინც მასზე ღე­ლავთ, ის გპა­სუ­ხობთ, – არ ინერ­ვი­უ­ლოთ“, – წერს ანუშ­კა დე­ლო­ნი.
ცნობილია, რომ ფრანგ მსახიობს შვილებთან ურთიერთობა არ გამოუვიდა – ვაჟმა ენტონიმ არაერთხელ განუცხადა პრესას, რომ მშობლების განქორწინების შემდეგ დელონი არ ავლენდა ინტერესს მისი ცხოვრების მიმართ და, შესაბამისად, მათ შორის განსაკუთრებული კავშირი არ არსებობდა. იგივე შეიძლება ითქვას მსახიობის უმცროს შვილზეც – დელონისა და როზალი ვან ბრემენის დაშორების შემდეგ, ალენ-ფაბიენი სარეაბილიტაციო კლინიკაში მოხვდა. მაშინ მსახიობმა გადაწყვიტა შვილზე სრული მეურვეობის მოპოვება, მაგრამ სასამართლო პროცესზე გამარჯვებამ არ გააუმჯობესა ურთიერთობა მამა-შვილს შორის. მოგვიანებით, ფაბიენმა მამა ფიზიკურ ძალადობაშიც დაადანაშაულა. დელონმა შვილის ბრალდებებს გაზეთ Le Parisien-თან ინტერვიუში უპასუხა:
· ერთი შვილი “ურჩხულს” უწოდებდა, მეორე კი ძალადობაში ადანაშაულებდა – ალენ დელონის გახმაურებული რომანები და დაძაბული ურთიერთობა შვილებთან
· ნარკოტიკები, იარაღი და დაძაბული ურთიერთობა მამასთან – ვინ არიან და რას საქმიანობენ ალენ დელონის შვილები
“ეს სიგიჟეა. ჩემმა შვილმა გონება დაკარგა და ფულის გამო სენსაციურ ინტერვიუებს იძლევა. მე არ ვარ ის, ვინც ოჯახის წევრზე ფიზიკურად იძალადებს.“
კრისტიან აარონ ბულონი ინტერვიუებში დელონს “ურჩხულს” უწოდებს და ასევე ამბობს, რომ მსახიობი არასოდეს ზრუნავდა საკუთარ შვილებზე.შესაძლოა, ერთადერთი შვილი, რომელთანაც დელონმა შეძლო ადამიანური ურთიერთობის შენარჩუნება, მისი ქალიშვილი ანუშკაა. დელონი ამბობს, რომ ყოველთვის ქალიშვილზე ოცნებობდა და ანუშკას სასწაულს უწოდებს.

ასევე დაგაინტერესებთ