ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

"აი, ამიტომ ვთქვი უარი კარიერის გაგრძელებაზე" - ედენ აზარი

ვეტერამა ფეხბურთელმა ედენ აზარმა 32 წლის ასაკში კარიერის დასრულების მიზეზებზე ისაუბრა.
მისი თქმით, MLS-დან შეთავაზება მიიღო, თუმცა ფეხბურთის თამაში აღარ სურდა.
"MLS-იდან შემოთავაზება მივიღე, ჩემს მეგობარ კრისტიან ბენტეკეს ვეხუმრე კიდეც, რომ "ვაშინგტონში" გადავიდოდი და საგოლე პასებით მოვამარაგებდი, თუმცა არ გავრისკე.
სიმართლე გითხრათ, ფეხბურთის თამაში აღარ მინდა. კარიერის გაგრძელების სურვილი რომ მქონოდა, პრობლემა არ იქნებოდა... ფულის გამო თამაშს არ ვაპირებ, უბრალოდ სურვილი დავკარგე", - განაცხადა აზარმა Goal-თან ინტერვიუში.
შეგახსენებთ, აზარმა კარიერის დასრულების შესახებ 2023 წლის ოქტომბრის თვეში განაცხადა. ბელგიელის უკანასკნელი კლუბი
მადრიდის "რეალი" იყო, აზარი "სამეფო კლუბს" "ჩელსიდან", 2019 წელს შეუერთდა, ედენმა "თეთრებში" ყველა ტურნირზე ჯამში 76 მატჩი გამართა, თავი კი 7 გატანილი გოლითა და 12 შედეგიანი პასით გამოიჩინა.

არქივის შესახებპირველწყარო: sportall.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 26 აპრილი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.