ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ავიაკომპანია T'way Air-ი საქართველოსა და კორეის რესპუბლიკას შორის სეზონურ ჩარტერულ ფრენებს შეასრულებს

ავიაკომპანია T'way Air-ი საქართველოსა და კორეის რესპუბლიკას შორის სეზონურ ჩარტერულ ფრენებს შეასრულებს

კორეის რესპუბლიკის წამყვანი დაბალბიუჯეტური ავიაკომპანია „T'way Air"-ი სეულსა და თბილისს შორის პირდაპირი არარეგულარული (ჩარტერული) ფრენების განხორციელებას გეგმავს.
ამის შესახებ ინფორმაციას სამოქალაქო ავიაციის სააგენტო იუწყება.
მათივე ცნობით, 2026 წლის 24 აპრილიდან 16 ოქტომბრის ჩათვლით კორეის რესპუბლიკის დედაქალაქ, სეულსა და თბილისს შორის 8 ავიარეისი განხორციელდება.
„კორეის რესპუბლიკის წამყვანი დაბალბიუჯეტური ავიაკომპანია „T'way Air"-ი სეულსა და თბილისს შორის პირდაპირი არარეგულარული (ჩარტერული) ფრენების განხორციელებას გეგმავს. საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოში წარმოდგენილი განაცხადის შესაბამისად, ავიარეისები 2026 წლის ზაფხულის სანავიგაციო სეზონის განმავლობაში, კერძოდ 24 აპრილიდან 16 ოქტომბრის ჩათვლით Airbus A330-ის და Boeing B777-ის ტიპის საჰაერო ხომალდებით შესრულდება. სულ, ორი ქვეყნის დედაქალაქებს შორის რვა ავიარეისის განხორციელება იგეგმება.
აღსანიშნავია, საქართველოსა და კორეის რესპუბლიკას შორის სეზონური არარეგულარული რეისები 2024-2025 წლების განმავლობაშიც შესრულდა კორეული ავიაკომპანია Korean Air-ის მიერ. 2024 წელს, ორ ქვეყანას შორის საჰაერო გზით გადაყვანილ იქნა 1077 მგზავრი, ხოლო 2025 წელს - 2233 მგზავრი.
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ ავიაკომპანიას ფრენების განხორციელებისათვის აუცილებელი ნებართვა უკვე მიანიჭა”,- წერია ინფორმაციაში.

არქივის შესახებპირველწყარო: commersant.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 14 თებერვალი, 2026. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.