აბაშიძე: ყველაფერს აქვს დასაწყისი და დასასრული

ზურაბ აბაშიძე ამბობს, რომ მაშინდელ პრემიერმინისტრს, ირაკლი ღარიბაშვილს რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში მრჩევლის პოსტზე სხვისი დანიშვნის ინიციატივით თავად მიმართა.
მისი თქმით, “ყველაფერს აქვს დასაწყისი და დასასრული”, ამიტომ ღარიბაშვილმა მისი მოსაზრება დადებითად მიიღო.
“მე მართლაც რამდენიმე თვის წინ მივმართე ბატონ ირაკლი ღარიბაშვილს, მაშინ პრემიერმინისტრს, მე მისგან ყოველთვის ვგრძნობდი მხარდაჭერას, მივმართე თხოვნით, წინადადებით, რომ გვეფიქრა ახალ პიროვნებაზე ამ თანამდებობაზე, პრემიერმინისტრის სპეციალური წარმომადგენლის თანამდებობაზე რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში.
ლოგიკა მარტივი იყო ძალიან, 2012 წლის შემდეგ გავიდა 12 წელი, ყველაფერს აქვს დასაწყისი, დასასრული. მან, პრინციპში, დადებითად მიიღო ჩემი მოსაზრება და ბუნებრივია, ასეთ შემთხვევაში ჩნდება კითხვა, ვინ იქნება შემცვლელი. იმთავითვე დასახელდა გიორგი ქაჯაიას კანდიდატურა, რომელიც ჩვენი სექციის ხელმძღვანელი გახლდათ მოსკოვში”, – ამბობს აბაშიძე.
***
დღეს მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე პრემიერმინისტრმა საკადრო ცვლილებებზე ისაუბრა და თქვა, რომ რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში პრემიერმინისტრის მრჩეველი ზურაბ აბაშიძე აღარ იქნება და ამ პოსტზე გიორგი ქაჯაია ინიშნება.
კობახიძის თქმით, თანამდებობის დატოვების გადაწყვეტილება აბაშიძემ თავად მიიღო და დღეიდან ის დღეიდან პრემიერმინისტრის მრჩეველი ხდება.