აბაშაში ავტოავარიას რუსი ტურისტი ემსხვერპლა

ავარია აბაშის მუნიციპალიტეტის სოფელ მარანში – ცენტრალურ საავტომობილო გზაზე ერთმანეთს მიკროავტობუსი და მსუბუქი ავტომანქანა შეეჯახა.
“კურიერის” ინფორმაციით, შემთხვევის შედეგად, მსუბუქი ავტომობილის ერთი მგზავრი, რუსი ტურისტი ქალი გარდაიცვალა, სხვებმა მცირე დაზიანებები მიიღეს. მსუბუქ ავტომობილში მძღოლთან ერთად რამდენიმე რუსი ტურისტი იმყოფებოდა.
შემთხვევა, დაახლოებით, 2 საათის წინ მოხდა. ადგილზე მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები.

ასევე დაგაინტერესებთ

ნაურუს რესპუბლიკის მხრიდან ე.წ. აფხაზეთის რესპუბლიკასთან და ე.წ. სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკასთან დიპლომატიური ურთიერთობების გაუქმების გადაწყვეტილებით კიდევ ერთხელ დასტურდება, რომ საერთაშორისო სამართლის ნორმების პატივისცემა და დაცვა არის ჯანსაღი საერთაშორისო ურთიერთობების საფუძველი