ჯიმ ო’ბრაიენი – აშშ გმობს და არ ცნობს ყალბ „საპარლამენტო არჩევნებს“ რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ ოსეთში

ამერიკის შეერთებული შტატები გმობს და არ ცნობს ყალბ „საპარლამენტო არჩევნებს“ რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ ოსეთში რომელიც საქართველოს თანხმობის გარეშე ჩატარდა, – ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე ევროპისა და ევრაზიის საკითხებში, ჯიმ ო’ბრაიენი აცხადებს.
„ამერიკის შეერთებული შტატები გმობს და არ ცნობს ყალბ „საპარლამენტო არჩევნებს“ რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ ოსეთში, რომელიც საქართველოს თანხმობის გარეშე ჩატარდა. ჩვენ საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში მხარს სრულად ვუჭერთ“, – წერს ჯიმ ო’ბრაიენი X-ზე.
შეგახსენებთ, ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში ე.წ. „საპარლამენტო არჩევნები“ ჩატარდა. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო გმობს რუსეთის მიერ ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში 2024 წლის 9 ივნისს ჩატარებულ ე.წ. საპარლამენტო არჩევნებს, რომელიც უხეშად არღვევს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში.

ასევე დაგაინტერესებთ

ჯო უილსონი – “ქართული ოცნება” სიტყვის თავისუფლებას “სიძულვილის ენის” შეჩერების საბაბით ანადგურებს, ამ პრორუსულ, პროირანულ, პროჩინურ რეჟიმს ამერიკა ეზიზღება – მალე წარმოვადგენ კანონპროექტს, რომელიც წინააღმდეგობას გაუწევს ამ “ვოუქ” ცენზურას

ვოლოდიმირ ზელენსკი – კარგი შეხვედრა იყო პრეზიდენტ ტრამპთან ოვალურ ოფისში – განვიხილეთ Patriot-ის რაკეტების წარმოებისთვის ლიცენზიები, ვისაუბრეთ დიპლომატიაზე, მნიშვნელოვანია პროცესი გაცოცხლდეს