შეშფოთებული ვართ საქართველოში რუსეთის გავლენით — აშშ-ის საჰაერო ძალების გენშტაბის უფროსი

აშშ-ის საჰაერო ძალების გაერთიანებული შტაბის უფროსი, პრეზიდენტის, თავდაცვის მდივნისა და ეროვნული უშიშროების საბჭოს მთავარი სამხედრო მრჩეველი, გენერალი ჩარლზ ბრაუნი შეშფოთებას გამოთქვამს საქართველოში რუსეთის გავლენის გამო.
„ჩვენ ღრმად შეშფოთებულები ვართ და ვაკვირდებით გავლენას, რომელიც რუსეთს აქვს საქართველოში. ჩვენ დავრჩებით საქართველოს სუვერენიტეტის ერთგული. გასულ კვირას შევხვდი ჩემს კოლეგებს ნატოში. ჩვენ მუდმივად ვსაუბრობთ იმაზე, თუ როგორ ვმუშაობთ ერთად იმ ერების სუვერენიტეტისთვის, რომლებიც არიან ნატოს პარტნიორები, ისევე როგორც უსაფრთხოების საერთო მდგომარეობაზე ევროპაში“, — განაცხადა ჩარლზ ბრაუნმა.
მან არ უპასუხა კითხვას, საქართველოში მიმდინარე პროცესები რა გავლენას მოახდენს ქვეყნის ნატოში ინტეგრაციაზე.
„მე არ ვარ პოლიტიკური გადაწყვეტილების მიმღები. მაგრამ, იცით, ჩემი, როგორც სამხედროს გადმოსახედიდან, ეს ეხება სხვადასხვა ერების მოქალაქეების უსაფრთხოებასაც“, — თქვა მან.

ასევე დაგაინტერესებთ

ლევან სანიკიძე – გიორგი ბარამიძის წინააღმდეგ საქმის აღძვრა სამშობლოს ღალატის მუხლით, ეს არის პოლიტიკური ანგარიშსწორება, რომელიც დაკავშირებულია იმასთან, რომ გიორგი ბარამიძე ძებნაზე ჰყავს რუსეთს

თამარ ჩერგოლეიშვილი: უპასუხისმგებლო ბოდვას რომ სამშობლოს ღალატის მუხლი უდგებოდეს, რა ციხე გვეყოფოდა. ასრიალდნენ სიმონიანზე, აგინებინეს ნახევარ საქართველოს და ახლა ბარამიძის დაჭერით აბალანსებენ