შალვა პაპუაშვილი ევროპარლამენტს მადლობას უხდის გინტურის მკვლელობაზე რეზოლუციისთვის

შალვა პაპუაშვილი ევროპარლამენტს მადლობას უხდის გინტურის მკვლელობაზე რეზოლუციისთვის
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქველ X-ში გამოეხმაურა ევროპარლამენტის მიერ საოკუპაციო ძალების მიერ მოკლული თამაზ გინტურის შესახებ რეზოლუციის მხარადაჭერას.
პაპუაშვილი მადლობას უხდის ევროპარლამენტს და აცხადებს, რომ საქართველო გააგრძელებს ევროკავშირის ინსტიტუტებთან მჭიდრო კონსულტაციებს 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების მიზნით.
“მადლობა ევროპარლამენტს რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ თამაზ გინტურის მკვლელობის დაგმობისა და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მხარდასაჭერად ძლიერი გზავნილისთვის.
საქართველო გააგრძელებს მჭიდრო კონსულტაციებს ევროკავშირის ინსტიტუტებთან და წევრ ქვეყნებთან, ოკუპაციის პრობლემის დღის წესრიგში მაღალ დონეზე დაყენების მიზნით და რუსეთის მიერ ევროკავშირის შუამავლობით გაფორმებული, 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების მიზნით”, – წერს შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში.

ასევე დაგაინტერესებთ

ლევან სანიკიძე – გიორგი ბარამიძის წინააღმდეგ საქმის აღძვრა სამშობლოს ღალატის მუხლით, ეს არის პოლიტიკური ანგარიშსწორება, რომელიც დაკავშირებულია იმასთან, რომ გიორგი ბარამიძე ძებნაზე ჰყავს რუსეთს

თამარ ჩერგოლეიშვილი: უპასუხისმგებლო ბოდვას რომ სამშობლოს ღალატის მუხლი უდგებოდეს, რა ციხე გვეყოფოდა. ასრიალდნენ სიმონიანზე, აგინებინეს ნახევარ საქართველოს და ახლა ბარამიძის დაჭერით აბალანსებენ