“ქურდულ სამყაროსთან” კავშირში მყოფი 44 პირი დააკავეს – შსს – Netgazeti

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ე.წ. ქურდულ სამყაროსთა კავშირის ბრალდებით 44 პირი დააკავა. ამის შესახებ სპეციალური ბრიფინგი გამართა შს მინისტრის მოადგილემ, ალექსანდრე დარახველიძემ.დარახველიძის თქმით, გარდა დაკავებული 44 პირისა, 6 პირს დაუსწრებლად წარუდგენენ ბრალს. ამ 6-დან 1 არის ე.წ. კანონიერი ქურდი, რომელიც ამ ეტაპზე საქართველოში არ არის.დარახველიძის თქმით, ფარული საგამოძიებო მოქმედებებით დადგინდა, რომ დაკავებულები აწყობდნენ ე.წ. ქურდულ გარჩევებს და გამოჰქონდათ ე.წ. ქურდული გადაწყვეტილებები.

ასევე დაგაინტერესებთ

ლევან ტიელიძე ნეპალ-ტიბეტის კატასტროფის შესახებ: საქართველოში ბოლო ინვენტარიზაციის მონაცემებით 800-ზე მეტი მყინვარია. მყინვარული და მაღალმთიანი პროცესების შესწავლა მხოლოდ აკადემიური საკითხი აღარ არის, არამედ ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოების მნიშვნელოვანი ნაწილია (ვიდეოები)