უკრაინის პრეზიდენტი გრემის დაჯილდოებაზე სიტყვით გამოვიდა

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი გრემის დაჯილდოებაზე, რომელიც ლას-ვეგასში ჩატარდა, სიტყვით გამოვიდა. უკრაინის პირველმა პირმა, შოუ-ბიზნესის წარმომადგენლებს თავისი ქვეყნის საერთაშორისო მხარდაჭერისკენ მოუწოდა.
“მუსიკის ყველაზე მეტად საპირისპირო რა არის? განადგურებული ქალაქებისა და მოკლული ადამიანების სიჩუმე. აავსეთ ეს სიჩუმე თქვენი მუსიკით, რომ ჩვენს ისტორიას მოყვეთ. მხარი დაგვიჭირეთ ნებისმიერი გზით, რითიც შეგიძლიათ”,- თქვა ზელენკიმ.
“ჩვენს მუსიკოსებს პიჯაკების ნაცვლად სამხედრო ფორმა აცვიათ. ისინი დაჭრილებს უმღერიან საავადმყოფოებში. მათაც კი, ვისაც არ ესმით, მაგრამ გვჯერა- მუსიკა მათამდეც მიაღწევს”,- დაამატა ზელენსკიმ.
პრეზიდენტ ზელენსკის შემდეგ, სცენაზე ამერიკელი მომღერალი ჯონ ლეჯენდი ავიდა, რომლის მუსიკალურ ნომერშიც, უკრაინელი მუსიკოსებიც მონაწილეობდნენ. ისმოდა უკრიანელი პოეტის, ლიუბოვ იაკამჩუკის პოეზიაც.
რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ დაწყებული ომის პერიოდში, ვოლოდიმირ ზელენსკის ბევრი საერთაშორისო მიმართვა ჰქონდა. ის ყველა ტრიბუნას იყენებს იმისთვის, რომ თავის ქვეყანაში მიმდინარე სიტუაციაზე მსოფლიოს გააგებინოს. ზელენსკიმ მიმართა ამერიკის კონგრესს; იაპონიის, ბრიტანეთის და ავსტრალიის პარლამენტებს; ისრაელის ქნესეთს და სხვადასხვა ორგანიზაციებს.

ასევე დაგაინტერესებთ

„გლოვოს“ კურიერს , სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას თავს დაესხნენ არასრულწლოვნები – დათოს ოჯახური მდგომარეობა უკიდურესად მძიმეა: მას არ ჰყავს დედ-მამა და მასზე 90 წლის ლოგინად ჩავარდნილი პაპა ზრდიდა

ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. საგარეო უწყება – საქართველოს პოლიტიკურმა ხელმძღვანელობამ, ირაკლი კობახიძის სახით, ოფიციალურად აღიარა მიხეილ სააკაშვილი სამხედრო აგრესიის დამნაშავედ – ამიტომ, 2008 წლის აგვისტოს ომზე პასუხისმგებლობა უნდა დაეკისროს ქვეყანას. სამხრეთ ოსეთისთვის რუსეთი იყო და კვლავ რჩება უსაფრთხოების საიმედო გარანტად