უკრაინაში საომარი მდგომარეობა 4 მაისამდე გაგრძელდა

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ხელი მოაწერა უმაღლესი რადის მიერ მიღებულ კანონს, რომლის თანახმადაც საომარი მდგომარეობა და საყოველთაო მობილიზაცია 4 მაისამდე გაგრძელდება. ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.
მედიის ცნობით, საომარი მდგომარეობის გახანგრძლივების ინიციატორი თავად ზელენსკი იყო. მან შესაბამისი თხოვნით ქვეყნის საკანონმდებლო ორგანოს 12 იანვარს მიმართა.
საომარი მდგომარეობის გაგრძელებას მხარი 330-მა დეპუტატმა დაუჭირა, ხოლო მობილიზაციას – 312-მა პარლამენტარმა.

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი თარგამაძე: საზეიმო სურათის მიღმა მძიმე რეალობაც დგას: წელს ათასობით აბიტურიენტი უმაღლეს სასწავლებელში საერთოდ ვერ მოხვდა. ხოლო მათ, ვინც სტუდენტი გახდა, სწავლა უკვე ბევრად გაუარესებულ გარემოში მოუწევთ (ვიდეო)