ტერორისტული საფრთხის გამო ვენაში ტეილორ სვიფტის 3 კონცერტი გაუქმდა

ტერორისტული საფრთხის გამო ვენაში ტეილორ სვიფტის 3 კონცერტი გაუქმდა
ავსტრიის პოლიციამ ორი ადამიანი დააკავა, რომლებიც ვენაში ამერიკელი მომღერლის ტეილორ სვიფტის კონცერტის დროს ტერაქტის განხორციელებას გეგმავდნენ. დაგეგმილი 3 კონცერტი კი უსაფრთხოების მიზნით გაუქმდა.
სვიფტი ხუთშაბათს, პარასკევს და შაბათს ავსტრიის დედაქალაქ ერნსტ ჰაპელის სტადიონზე უნდა გამოსულიყო.
ავსტრიის ხელისუფლების განცხადებით, 19 წლის მთავარი ეჭვმიტანილი დააკავეს ტერნიცში, ვენის სამხრეთით, ხოლო მეორე ავსტრიის დედაქალაქში. ეწვმიტანილებს კავბშირი ჰქონდათ ე.წ ისლამურ სახელმწიფოსთან. ვარაუდობენ, რომ ავსტრიის მოქალაქის რადიკალიზაცია ინტერნეტში მოხდა. ამოღებულია ქიმიური ნივთიერებები და მიმდინარეობს ექსპერტიზა.

ასევე დაგაინტერესებთ

ალექსანდრე რაქვიაშვილი დავით ქართველიშვილს: გერბზე ლომები გვიხატია და წმინდა გიორგი, რომელიც ურჩხულს ამარცხებს. მე მომწონს ჩვენი გერბი… თუ მოგწონთ ქართული ოცნების საგარეო პოლიტიკა, ხომ არ მიიჩნევთ, რომ დროა რეფერენდუმი ჩავატაროთ …

ალექსანდრე რაქვიაშვილი მაკა ბოჭორიშვილს: … უკრაინელებს იქეთ ეჩხუბებით, გერმანიის ელჩს ლანძღავთ, ინგლისის ელჩს ლანძღავთ, ამერიკის ელჩი კი არც გვყავს… ვინ არის ჩვენი მეგობარი, ვინც ამ მომენტში დაგვეხმარება? (ვიდეო)