სანდრო რაქვიაშვილი – „ქართულ ოცნებას“ წარსულში ბევრად უფრო შთამბეჭდავი მიტინგები ჩაუტარებია და გადამწყვეტ მომენტში, დამაგვირგვინებელი მიტინგი რომ ასეთი სუსტია, ძალიან პოზიტიური ამბავია

„ქართულ ოცნებას“ წარსულში ბევრად უფრო შთამბეჭდავი მიტინგები ჩაუტარებია და ასეთ გადამწყვეტ მომენტში, დამაგვირგვინებელი მიტინგი რომ ასეთი სუსტია, ძალიან პოზიტიური ამბავია, – ამის შესახებ „გირჩის” დეპუტატმა, სანდრო რაქვიაშვილმა „ქართული ოცნების“ გუშინდელ აქციაზე საუბრისას განაცხადა.
მისივე თქმით, „ეტყობოდათ, რომ ხალხი ვერ შეკრიბეს წესიერად“.
„ბევრად უფრო ნაკლები ადამიანი მოიყვანეს რეგიონებიდან, ვიდრე, თეორიულად, სხვა შემთხვევაში შეძლებდნენ. მე ზოგადად, ამ მიტინგის შემდეგ პოზიტიური მოლოდინი მაქვს. მივიჩნევ, რომ „ქართული ოცნება“ საკმაოდ ბევრ ხმას დაკარგავს და იმედია, ეს ხალხი, ვინც „ქართულ ოცნება“ აღარ მისცემს ხმას, უმეტესწილად ჩვენს პარტიას აირჩევს.
ალბათ, ყველა დამეთანხმებით, რომ ბევრად უფრო შთამბეჭდავი მიტინგები ჩაუტარებია „ქართულ ოცნებას“ წარსულში და ასეთ გადამწყვეტ მომენტში, დამაგვირგვინებელი მიტინგი რომ ასეთი სუსტია, ზოგადად, ძალიან პოზიტიური ამბავია. გზავნილებს რაც შეეხება – არაფერი ახალი არ გაგვიგია“, – განაცხადა რაქვიაშვილმა.

ასევე დაგაინტერესებთ

ალექსანდრე რაქვიაშვილი დავით ქართველიშვილს: გერბზე ლომები გვიხატია და წმინდა გიორგი, რომელიც ურჩხულს ამარცხებს. მე მომწონს ჩვენი გერბი… თუ მოგწონთ ქართული ოცნების საგარეო პოლიტიკა, ხომ არ მიიჩნევთ, რომ დროა რეფერენდუმი ჩავატაროთ …

ალექსანდრე რაქვიაშვილი მაკა ბოჭორიშვილს: … უკრაინელებს იქეთ ეჩხუბებით, გერმანიის ელჩს ლანძღავთ, ინგლისის ელჩს ლანძღავთ, ამერიკის ელჩი კი არც გვყავს… ვინ არის ჩვენი მეგობარი, ვინც ამ მომენტში დაგვეხმარება? (ვიდეო)