სამხრეთ კორეა: ჩრდილოეთმა კორეამ რუსეთში გააგზავნა საბრძოლო მასალებით დატვირთული დაახლოებით 7000 კონტეინერი

2023 წლიდან ჩრდილოეთმა კორეამ რუსეთში გაგზავნა დაახლოებით 7 ათასი კონტეინერი, რომლებიც დატვირთული იყო საბრძოლო მასალითა და სხვა სამხედრო აღჭურვილობით.
ამის შესახებ სამხრეთ კორეის თავდაცვის მინისტრმა განაცხადა. ჩრდილოეთ კორეა თავდაპირველად გემებს იყენებდა, მაგრამ ახლა სულ უფრო ხშირად მიმართავს სარკინიგზო საშუალებებს იარაღის ტრანსპორტისთვის, თქვა მან.
შინ უონ-სიკის თქმით, ფხენიანმა, სავარაუდოდ, რუსეთისგან სამხედრო მხარდაჭერის სანაცვლოდ მიიღო 9000-ზე მეტი კონტეინერი დახმარების სახით. თავდაცვის მინისტრმა ეს განცხადება გააკეთა რამდენიმე საათში მას შემდეგ, რაც სამხრეთ კორეის სამხედროებმა განაცხადეს, რომ ფხენიანმა იაპონიის ზღვისკენ მოკლე რადიუსის ბალისტიკური რაკეტები გაუშვა.
აშშ-მა და სამხრეთ კორეამ ადრე ჩრდილოეთ კორეა დაადანაშაულეს უკრაინის ომის დროს რუსეთისთვის ჭურვებისა და სხვა სამხედრო დახმარების გაგზავნაში. როგორც რუსეთმა, ასევე ჩრდილოეთ კორეამ უარყვეს ეს ბრალდებები.
თებერვალში The New York Times-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ რუსეთმა, საბრძოლო მასალის სანაცვლოდ, მისცა ჩრდილოეთ კორეას გლობალურ ფინანსურ სისტემაზე წვდომის საშუალება და ასევე განბლოკა ჩრდილოეთ კორეის ზოგიერთი აქტივი, რომელიც გაეროს სანქციებს ექვემდებარებოდა.

ასევე დაგაინტერესებთ

ჯო უილსონი – “ქართული ოცნება” სიტყვის თავისუფლებას “სიძულვილის ენის” შეჩერების საბაბით ანადგურებს, ამ პრორუსულ, პროირანულ, პროჩინურ რეჟიმს ამერიკა ეზიზღება – მალე წარმოვადგენ კანონპროექტს, რომელიც წინააღმდეგობას გაუწევს ამ “ვოუქ” ცენზურას

ვოლოდიმირ ზელენსკი – კარგი შეხვედრა იყო პრეზიდენტ ტრამპთან ოვალურ ოფისში – განვიხილეთ Patriot-ის რაკეტების წარმოებისთვის ლიცენზიები, ვისაუბრეთ დიპლომატიაზე, მნიშვნელოვანია პროცესი გაცოცხლდეს