რუსულმა ძალებმა ოდესას შეუტიეს, დაიღუპა 3 ადამიანი

რუსულმა ძალებმა უკრაინის ქალაქ ოდესას დაარტყეს, რის შედეგადაც სამი ადამიანი დაიღუპა, – ინფორმაციას უკრაინული მედია ოდესის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელზე, სერგეი ლისაკზე დაყრდნობით ავრცელებს.

ლისაკის თქმით, დაშავდა სამი ადამიანი. მათი მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა და საავადმყოფოში გადაიყვანეს.

თავდასხმის შედეგად ქალაქში საცხოვრებელი შენობები დაზიანდა.

უკრაინის შეიარაღებული ძალების საჰაერო ძალების ცნობით, 15 ივლისის ღამეს რუსულმა ძალებმა უკრაინას X-59/69 ტიპის ორი მართვადი რაკეტითა და 122 უპილოტო საფრენი აპარატით შეუტიეს. უკრაინის საჰაერო თავდაცვის სისტემებმა 101 დრონის ჩამოგდება მოახერხეს.

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი თარგამაძე: საზეიმო სურათის მიღმა მძიმე რეალობაც დგას: წელს ათასობით აბიტურიენტი უმაღლეს სასწავლებელში საერთოდ ვერ მოხვდა. ხოლო მათ, ვინც სტუდენტი გახდა, სწავლა უკვე ბევრად გაუარესებულ გარემოში მოუწევთ (ვიდეო)