რუსული სამხედრო სატვირთო თვითმფრინავი, რომელშიც 15 ადამიანი იმყოფებოდა, ჩამოვარდა

რუსეთმა განაცხადა, რომ სამშაბათს, აფრენიდან მალევე, მისი ერთ-ერთი სამხედრო სატვირთო თვითმფრინავი Ilyushin Il-76 ჩამოვარდა. მოსკოვის ცნობით, ბორტზე 15 ადამიანი იმყოფებოდა. თვითმფრინავის ჩამოვარდნის მიზეზი ძრავზე გაჩენილი ხანძარი გახდა.
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, კატასტროფა ივანოვოს რაიონში მოხდა. რუსული ონლაინ საინფორმაციო სამსახურების ცნობით, ავიაკატასტროფის შედეგად, ბორტზე მყოფი ყველა ადამიანი დაიღუპა.
რუსულ სოციალურ მედიაში გადაუმოწმებელი ვიდეოკადრები ვრცელდება, რომელზეც ასახულია, ძრავზე გაჩენილი ხანძრით, თვითმფრინავის ჩამოვარდნის მომენტი.

ასევე დაგაინტერესებთ

ხატია დეკანოიძე: ბესო შენგელია არის დევნილი, რომელიც ბევრს მუშაობს ამ თემებზე… “ჩვენი ინფორმაციით, საქართველოდან გასული საწვავის 85% პირდაპირ საოკუპაციო ძალებთან მიდის და მარაგდება უკრაინაში მიმდინარე ომში ჩართული სამხედრო-სტრატეგიული ობიექტები”

ზურა-გირჩი ჯაფარიძე: ღარიბაშვილი არის ადამიანი, რომელსაც გაუბაზრდა რომ არასრულწლოვნების ‘კაჩაობის’ დაორგანიზებაში მონაწილეობდა პატრონის შვილის დავალებით და შემდეგ ამაზე მასთან ერთად ღლაბუცობდა