ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

რუსების მიერ ოდესის დაბომბვისას ქალაქში ჩეხეთის პრეზიდენტი იმყოფებოდა

რუსების მიერ ოდესის დაბომბვისას ქალაქში ჩეხეთის პრეზიდენტი იმყოფებოდა

უკრაინაში რუსების მიერ ოდესის ოლქის დაბომბვისას ქალაქში ჩეხეთის პრეზიდენტი, პეტრ პაველი იმყოფებოდა. ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა Reuters-ი უკრაინის ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით ავრცელებს.
ოდესის რეგიონული გუბერნატორის, ოლეგ კიპერის თქმით, პაველმა ოდესის შავი ზღვის პორტი მოინახულა.
აღსანიშნავია, რომ მტრებმა ჩვენი შეხვედრის დროს კიდევ ერთხელ მიიტანა მასიური შეტევა ოდესის რეგიონზე. ეს არის კიდევ ერთი შეხსენება მსოფლიოსთვის: ომი ისევ ძალაშია და უკრაინა აგრძელებს ბრძოლას” – წერს კიპერი Telegram-ზე.
რუსეთმა ოდესაზე დრონებით მასიური იერიში 21 მარტის დილას მიიტანა. უკრაინის სამაშველო სამსახურის ინფორმაციით, თავდასხმის შედეგად დაშავდა 3 მოზარდი.

არქივის შესახებპირველწყარო: www.alia.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 21 მარტი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.