პრემიერი – ოპოზიციის გარკვეულ წარმომადგენლებს ძალიან უნდათ მხარი დაუჭირონ ლგბტ პროპაგანდის საწინააღმდეგო კანონპროექტს, მაგრამ საკუთარი პატრონები ამის უფლებას არ მისცემენ

საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, ოპოზიციის გარკვეულ წარმომადგენლებს ძალიან უნდათ მხარი დაუჭირონ ლგბტ პროპაგანდის საწინააღმდეგო კანონპროექტს, მაგრამ “საკუთარი პატრონები ამის უფლებას არ მისცემენ”.
მისივე შეფასებით, „უკიდურესად არაპოპულარული იქნება მათი მხრიდან თავის შეკავება, ამ კანონპროექტის მხარდაჭერაზე“.
„მე დარწმუნებული ვარ, რომ კოლექტიური „ნაცმოძრაობას“ ძალიან უნდა ხმის მიცემა. გამომდინარე იქიდან, რომ უკიდურესად არაპოპულარული იქნება მათი მხრიდან თავის შეკავება ამ კანონპროექტის მხარდაჭერაზე. დარწმუნებული ვარ, მათ ძალიან უნდათ ხმის მიცემა, მაგრამ უბრალოდ საკუთარი პატრონები ამის უფლებას არ მისცემენ. ეს არის ერთადერთი, რის გამოც მათ შეიძლება შეიკავონ თავი“, – განაცხადა კობახიძემ.

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი ვაშაძე – თუ საფრთხეს ნამდვილად აღიქვამ, სუს-ში კი არ დაიბარებდი ექსპერტულ საზოგადოებას – როდესაც ეროვნული უსაფრთხოების საკითხია, ერთად უნდა ვმუშაობდეთ, ქვეყნის შიგნით კი არ ვეძებდეთ მტერს