პრეზიდენტი – მინდა მივმართო ჩვენ პარტნიორებს – ევროპელებს, ამერიკელებს, უნდა დაგვიდგეთ გვერდით მოსახლეობას, რადგან ეს არ შედგა, არ არის ლეგიტიმური და ამ არჩევნებს ვერაფერი გახდის ლეგიტიმურს!

მინდა მივმართო ჩვენ პარტნიორებს – ევროპელებს, ამერიკელებს, უნდა დაგვიდგეთ გვერდით მოსახლეობას, რადგან ეს არ შედგა, არ არის ლეგიტიმური და ამ არჩევნებს ვერაფერი გახდის ლეგიტიმურს! – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ორბელიანების სასახლეში, ოპოზიციურ პარტიებთან ერთად გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
როგორც ზურაბიშვილმა აღნიშნა, „საზღვარგარეთ ყველამ უნდა იცოდეს, რომ საქართველოს დაცვა, საქართველოს მომავლის დაცვა, ამ რეგიონში გეოპოლიტიკური ბალანსის დაცვა, ეს არის ხალხის დაცვა და არა ამ არალეგიტიმურ მთავრობასთან რამე კავშირების დამყარება“.
„მინდა მივმართო ჩვენ პარტნიორებს: ევროპელებს, ამერიკელებს. მოვისმინე განცხადებები, რომლებიც სხვადასხვა მხრიდან გაკეთდა. ყველანი მადლობელი ვართ ამ განცხადებებისთვის, მაგრამ საზღვარგარეთ ყველამ უნდა იცოდეს, რომ საქართველოს დაცვა, საქართველოს მომავლის დაცვა, ამ რეგიონში გეოპოლიტიკური ბალანსის დაცვა, ეს არის ხალხის დაცვა და არა ამ არალეგიტიმურ მთავრობასთან რამე კავშირების დამყარება. ამით თქვენ ვერ დაიცვათ ამ ქვეყნის მოსახლეობას, თქვენ შეგიძლიათ დაიცვათ მოსახლეობა, მათი უფლებები, ამ ქვეყანაში დემოკრატიული უფლებები, როგორც დაიცავით საქართველო და დადექით მოსახლეობის მხარეს, როდესაც ხელისუფლებას უნდოდა მიეღო და მიიღო „რუსული კანონი“, ასევე, ამ არჩევნების შემდეგ უნდა დაგვიდგეთ ჩვენ გვერდით, მოსახლეობას, რადგან ეს არჩევნები არ შედგა, არ არის ლეგიტიმური და ამ არჩევნებს ვერაფერი გახდის ლეგიტიმურს!“ – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

ასევე დაგაინტერესებთ

ალექსანდრე რაქვიაშვილი დავით ქართველიშვილს: გერბზე ლომები გვიხატია და წმინდა გიორგი, რომელიც ურჩხულს ამარცხებს. მე მომწონს ჩვენი გერბი… თუ მოგწონთ ქართული ოცნების საგარეო პოლიტიკა, ხომ არ მიიჩნევთ, რომ დროა რეფერენდუმი ჩავატაროთ …

ალექსანდრე რაქვიაშვილი მაკა ბოჭორიშვილს: … უკრაინელებს იქეთ ეჩხუბებით, გერმანიის ელჩს ლანძღავთ, ინგლისის ელჩს ლანძღავთ, ამერიკის ელჩი კი არც გვყავს… ვინ არის ჩვენი მეგობარი, ვინც ამ მომენტში დაგვეხმარება? (ვიდეო)