უკრაინის პრეზიდენტის აპარატის ყოფილმა მრჩეველმა ოლექსი არესტოვიჩმა უკრაინაში დაბრუნების შესახებ განაცხადა. ამის შესახებ უკრაინული მედია წერს.
არესტოვიჩის თქმით, მის წინააღმდეგ აღძრული სისხლის სამართლის საქმის არ ეშინია.
„პირველი არის არაფორმალური პოლიტიკური პროექტი დასავლეთში მოსაზრებების ჩამოყალიბების მიზნით. მე ამას დავარქმევდი თვალის გახსნის პროექტს. მეორე პროექტი არის წმინდა თავდაცვითი, მაგრამ როცა მომწიფდება, საჯაროდ გამოცხადდება. როგორც კი ეს ყველაფერი დასრულდება, უკრაინაში დავბრუნდები და ვერც ერთი სისხლის სამართლის საქმე, ვერც დანილოვის განცხადება და სხვა სისულელე ვერ შემაჩერებს“, – აცხადებს არესტოვიჩი.
ცნობისთვის, ბოლო პერიოდში ალექსეი არესტოვიჩი მწვავედ აკრიტიკებს უკრაინის ხელისუფლებას. მან სოციალურ ქსელში დაწერა, რომ „მოქმედი სისტემა კატასტროფისკენ მიათრევს უკრაინას“, მანამდე კი განაცხადა, რომ ქვეყანას „არაადეკვატური ხელისუფლება უდგას სათავეში, რომელიც ჩხუბობს მეზობლებთან, ზეწოლას ახდენს ბიზნესზე და პოლიტიკურ კონკურენტებზე, ხელს უწყობს კორუფციას“.