ცენტრალურ ნიგერიაში შეიარაღებული დაჯგუფებების თავდასხმების შედეგად 113 მეტი ადამიანი დაიღუპა, დაიჭრა 300-ზე მეტი – ინფორმაციას Reuters ნიგერიის პლატოს შტატის ადგილობრივი ხელისუფლების მეთაურზე დაყრდნობით ავრცელებს.
საომარი მოქმედებები, შაბათს დაიწყო და ორშაბათს დილამდე გაგრძელდა. ხელისუფლების წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ სამხედრო დაჯგუფებებმა კოორდინირებული თავდასხმები 20 სხვადასხვა დასახლებაში მიმდინარეობდა.
