მიუნხენში საქართველოს საკონსულო წარმომადგენელი ეყოლება

გერმანიის ორ მიწაზე – ბავარიასა და ბადენ-ვიურტემბერგში მცხოვრებ საქართველოს მოქალაქეებს საქართველოკონსული მიმდინარე წლის 1 სექტემბრიდან მოემსახურება. ამ ინფორმაციას საქართველოსაგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

უწყების განცხადებით, საკონსულო წარმომადგენელი მიუნხენში, საქართველოს საპატიო კონსულის ხელმძღვანელობით მოქმედ საკონსულო დაწესებულებაში განთავსდება და ბავარიასა და ბადენ-ვიურტემბერგში მცხოვრებ თანამოქალაქეებს გაუწევს საკონსულო მომსახურებას.

„აღნიშნული გადაწყვეტილება საგარეო უწყებამ გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ამ რეგიონებში მცხოვრები საქართველოს მოქალაქეების რაოდენობიდან და საჭიროებებიდან გამომდინარე მიიღო.

ახლად დანიშნული კონსული, საქართველოს ელჩმა ლადო ჭანტურიამ პირადად გააცნო საქართველოს საპატიო კონსულს კლაუს ჰიპსა და მიუნხენში ქართული სათვისტომოს თავმჯდომარეს ლერი დათაშვილს“, – აცხადებს საქართველოსაგარეო საქმეთა სამინისტრო.