არქივი17 დეკემბერი, 2025, 15:38
მბაპემ „პსჟ“-ს სასამართლო დავა მოუგო - კლუბს 61 მლნ ევროს გადახდა დაეკისრა

კილიან მბაპესა და მის ყოფილ გუნდს, „პარი სენ-ჟერმენს“ შორის დიდხნიანი სასამართლო დავა ფეხბურთელის გამარჯვებით დასრულდა.
მიღებული გადაწყვეტილებით, ფრანგულმა სასამართლომ ჩემპიონთა ლიგის მოქმედ გამარჯვებულს ფეხბურთელისთვის 61 მილიონი ევროს გადახდა დააკისრა.
გუნდსა და ფეხბურთელს შორის დავის საგანი “პსჟ-ს” მხრიდან მბამპესთვის გადაუხდელი ანაზღაურება იყო. საფრანგეთის შრომის სასამართლომ დაასკვნა, რომ პარიზულმა გუნდმა მას ხელფასი და ბონუსები მისი კლუბში ყოფნის ბოლო პერიოდში უკანონოდ დაუკავა.
არქივის შესახებპირველწყარო: commersant.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 17 დეკემბერი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.