კრიტიკა მოემართებოდა ჩვენდამი, რომ თითქოს, დასავლეთს ვუღალატეთ, ახლა ყველაზე კარგად ჩანს, რომ ჩვენ ვართ დასავლეთი – აშშ-თან ერთად ის პოლიტიკური ისტებლიშმენტი, რომელიც სწორედ რომ დასავლურ ღირებულებებს ემსახურება

კრიტიკა მოემართებოდა ჩვენდამი, რომ თითქოს, დასავლეთს ვუღალატეთ, ახლა ყველაზე კარგად ჩანს, რომ ჩვენ ვართ დასავლეთი – -თან ერთად ის პოლიტიკური ისტებლიშმენტი, რომელიც სწორედ რომ დასავლურ ღირებულებებს ემსახურება
კრიტიკა მოემართებოდა ჩვენდამი, რომ თითქოს, ჩვენ დასავლეთს ვუღალატეთ, ახლა ყველაზე კარგად ჩანს, რომ ჩვენ ვართ დასავლეთი – ამერიკის შეერთებულ შტატებთან ერთად ის პოლიტიკური ისტებლიშმენტი, რომელიც სწორედ რომ დემოკრატიას, დასავლურ ღირებულებებს ემსახურება და ემსახურება ყველაფერი იმ სიმახინჯის ამოშლას, რომელიც სამწუხაროდ, ჩვენზეც გაავრცელეს, – განაცხადა საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, ნინო წილოსანმა გადაცემაში „იმედი LIVE“.
მისივე თქმით, მსოფლიოში მიმდინარე პროცესებმა საქართველოს ხელისუფლების პოზიციები გაამყარა და იმ ადამიანებში, რომლებიც ამ პროცესების განმავლობაში ხელისუფლების მიმართ კრიტიკულად იყვნენ განწყობილი, დრამატული ცვლილება გამოიწვია.
„რას გვედავებოდნენ? – ერთი, რომ არ სჯეროდათ, რომ ჩვენ რეალურად ომში გვითრევდნენ და ომი რეალური საფრთხე იყო. მეორე – ისინი გვსაყვედურობდნენ, რომ ვუღალატეთ დასავლეთს. ამ ორივე პრეტენზიას პასუხი გაეცა და უპირველეს ყოვლისა, გაეცა იმით, რომ თუ ომის დასრულება შესაძლებელია, რაც ახლა მიმდინარეობს და პროცესები მშვიდობისკენ მიემართება, ამ პროცესებში ვხედავთ ევროპელ და სხვა პოლიტიკურ ლიდერებს, რომლებიც პირდაპირ ეწინააღმდეგებიან მშვიდობის დამყარებას.
იმაზე, რომ დემოკრატები ომის პარტიად გარდაიქმნენ – არაერთი სტატია გვინახავს; ის განცხადებები, რომელსაც ტრამპი აკეთებს, ადანაშაულებს მის წინამორბედს, ბაიდენსა და მის ადმინისტრაციას ამ ომის ხელშეწყობის პროცესში, მათ შორის დაფინანსების კუთხით – ფაქტია, რომ ისინი ამ დაფინანსებებით კვებავდნენ და ახანგრძლივებდნენ საომარ პროცესებს, მაშინ როდესაც სამწუხაროდ, ამ ომს უკრაინელებისთვის არ აქვს კარგი პერსპექტივა და სწორედ რომ მშვიდობის დამყარებაა ერთადერთი გამოსავალი“, – განაცხადა წილოსანმა.

ასევე დაგაინტერესებთ

ევროკავშირის ელჩმა მომწერა, მძიმე გარემოებაა, პოლარიზაციააო, მაგრამ საჯაროდ ერთი სიტყვაც კი არ უთქვამს, რომ მისთვის მიუღებელია მისი დაფინანსებით ადამიანმა სიძულვილი იქადაგოს, იძალადოს და პროპაგანდა აწარმოოს

უკვე არასერიოზულია სალომე ზურაბიშვილზე ლაპარაკი, პოლიტიკაში შემოსვლამდე მქონდა შეხება ისეთ თემებთან, სადაც კარგად ჩანდა აგენტის ხვედრი, შიდა, სისხლისსამართლებრივ თემებში და როგორც ჩანს, უფრო მძიმეა აგენტის ხვედრი, როცა შენი ქვეყნის გარედან რაღაცას მიგითითებენ – არ მგონია, რომ ძალიან უნდოდეს იმის კეთება, რასაც აკეთებს

ბიძინა ივანიშვილთან იმ ქვეყნის ელჩი ითხოვს შეხვედრას, რომელსაც დასანქცირებული ჰყავს ეს ადამიანი- ეს სანქცია რომ შანტაჟის იარაღი იყო და დღეს ეს შანტაჟის იარაღი ძალაში იგივე მოცემულობით რომ რჩება, ელაპარაკები, სწორი მიდგომა საკითხის მიმართ უკვე არ არის

ვახო გომელაურის შემდეგ მინისტრობა არის ურთულესი გამოწვევა, გადაჭარბების გარეშე – ეს ადამიანი ჩვენი მეგობარია, არანაირი ხინჯი ამ მეგობრობაში არ არსებობს, უღირსეულესი კაცია და ყველა გუნდს ვუსურვებდი ისეთ პროფესიონალს და ისეთ ადამიანს, როგორიც ვახტანგ გომელაურია