ისრაელის თავდაცვის ძალებმა ალ-შიფას დირექტორი და რამდენიმე ექიმი დააკავეს

ისრაელის თავდაცვის ძალებმა ღაზაში, ალ-შიფას საავადმყოფოს დირექტორი და მასთან ერთად რამდენიმე უფროსი ექიმი დააკავეს. ამის შესახებ საავადმყოფოს ერთ-ერთი დეპარტამენტის ხელმძღვანელი, ხალიდ აბუ სამრა ამბობს.
გავრცელებული ინფორმაციით, ალ-შიფას დირექტორი, აბუ სალმია დააკავეს, როდესაც ის ღაზის სექტორის სამხრეთ ნაწილში გადასვლას ცდილობდა. ისრაელის ძალების მიერ ის დაკითხვაზეა გადაყვანილი.
CNN-მა ეგვიპტის მთავრობის ოფიციალურ პირზე დაყრდნობით დაწაერა, რომ ალ-შიფას ჰოსპიტლიდან ევაკუირებული 31 ჩვილიდან 28 ეგვიპტეში გადაიყვანეს.
20 ნოემბერს, ისრაელის თავდაცვის ძალები ალ-შიფას საავადმყოფოს კამერების ჩანაწერებს ავრცელებს, სადაც ჩანს, თუ როგორ შეჰყავთ ჰამასის ტერორისტებს მძევალი ალ-შიფას საავადმყოფოში. ჩანაწერი 2023 წლის 7 ოქტომბრით თარიღდება, როდესაც ჰამასმა მოულოდნელი თავდასხმა მოაწყო ისრაელზე და ტერორისტებმა ასობით ადამიანი გაიტაცეს. ასევე, IDF-მა და შინ ბეთის სააგენტომ გაავრცელა ალ-შიფას საავადმყოფოს ქვეშმდებარე ჰამასის გვირაბების ქსელის ამსახველი მტკიცებულება.

.fb-background-color { background: #ffffff !important; } .fb_iframe_widget_fluid_desktop iframe { width: 800px !important; }