ირაკლი ღარიბაშვილს Emaar Properties დამფუძნებელმა და მმართველმა დირექტორმა უმასპინძლა

საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს Emaar Properties დამფუძნებელმა და მმართველმა დირექტორმა მოჰამედ ალი რაშედ ალაბარმა უმასპინძლა.
ამის შესახებ ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.
მათივე ცნობით, დუბაიში, მოჰამედ ალი რაშედ ალაბარის რეზიდენციაში გამართულ შეხვედრაზე იმ პროექტებზე იმსჯელეს, რომელთა განხორციელებაზეც Emaar Properties-ი აქტიურად მუშაობს.
„მუჰამედ ალი რაშედ ალაბარი მსოფლიოში ყველაზე მაღალი შენობის- ბურჯ-ხალიფას მფლობელია.
Emaar Properties მრავალეროვნული უძრავი ქონების განვითარების კომპანიაა, რომელიც არაბთა გაერთიანებულ საამიროებში მდებარეობს. კომპანია 30 მილიარდზე მეტ აქტივებს ფლობს მსოფლიოს მასშტაბით. Emaar Properties აზიის, ევროპის და ჩრდილოეთ ამერიკის არაერთ ქვეყანაში ოპერირებს“, – აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი ჩახუნაშვილი: დაახლოებით, 28 წამი ვიყავი შიგნით, ხელში ფიზიოლოგიური ხსნარი მეჭირა, რომელიც საჭიროებისამებრ გამოვიყენე. 230 000-ზე მეტი ბავშვი მყავს საქართველოში უფასოდ გასინჯული. ჩემი სამედიცინო საქმიანობა და მისი მოსალოდნელი შედეგები, ჩემშია შინაგანად, მე ვარ მედიკი მაშველი