ილჰამ ალიევს ბიზნეს ცენტრში ივანიშვილი უმასპინძლებს

აზერბაიჯანის პრეზიდენტს ილჰამ ალიევს ბიზნეს ცენტრში ივანიშვილი უმასპინძლებს. ამის შესახებ ტელეკომპანია “იმედი” იტყობინება.

შეხვედრა ბიზნეს ცენტრში ირაკლი კობახიძისა და ილჰამ ალიევის ერთობლივი ბრიფინგის შემდეგ გაიმართება.

ალიევის ვიზიტამდე ერთი დღით ადრე “ქართულმა ოცნებამ” თბილისში აზერბაიჯანელი პოლიტიკური პატიმარი, ჟურნალისტი აფგან სადიგოვი დააკავა, გაასამართლა და აზერბაიჯანში გააძევა.

ბაქო, რომელიც რამდენიმე თვის წინ, საკუთარი სამთავრობო მედიის საშუალებით თბილისის მიმართ ულტიმატუმებისა და კრიტიკული სტატიების ტონით გამოირჩეოდა, ახლა სამშვიდობო ტონით საუბრობს.

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი თარგამაძე: საზეიმო სურათის მიღმა მძიმე რეალობაც დგას: წელს ათასობით აბიტურიენტი უმაღლეს სასწავლებელში საერთოდ ვერ მოხვდა. ხოლო მათ, ვინც სტუდენტი გახდა, სწავლა უკვე ბევრად გაუარესებულ გარემოში მოუწევთ (ვიდეო)