ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

იარაღები და საბრძოლო მასალა სახლიდან არ ამოუღიათ - ჯაკო ჩარკვიანის ოჯახი "პროვოკაციაზე" საუბრობს

იარაღები და საბრძოლო მასალა სახლიდან არ ამოუღიათ - ჯაკო ჩარკვიანის ოჯახი "პროვოკაციაზე" საუბრობს

თბილისის ერთ-ერთ სუპერმარკეტთან მომხდარი ჯგუფური ძალადობის ორგანიზებისა და მასში მონაწილეობის ბრალდებით დაკავებული ჯაკო ჩარკვიანის ოჯახი შინაგან საქმეთა სამინისტროს პასუხობს.

  • გეკა გელაძის უწყების მტკიცებით, ამოღებულია ცეცხლსასროლი იარაღები და საბრძოლო მასალა, რომელსაც ცნობილი ქართველი მომღერლის მამუკა ჩარკვიანის ვაჟი, სავარაუდოდ, უკანონოდ ინახავდა.

დაკავებულის მამიდა, პუბლიცისტი თაკო ჩარკვიანი, ამტკიცებს, რომ  გუშინ ჩატარებული ჩხრეკის შედეგად, ჯეკო ჩარკვიანის საცხოვრებელი სახლიდან, ასევე ბიძამისის საცხოვრებელი სახლიდან საბრძოლო მასალები არავის ამოუღია.

ძალადობა რომ ჩაიდინეს ეს ცალსახაა, დავგმე. თვითონ პროვოკაცია რომ იყო ამას ნახავთ - მიზანიმართული პროვოკაციაა. 

სახლიდან იარაღი ამოღებული არ არის,  ბიძამისთან შევარდნენ, იარაღი ამოღებული არ არის. სარდაფებში - იარაღები არ არის. ახლა გვეუნბებიან, რომ კი, იარაღი ამოვიღეთ, მაგრამ სადარბაზოში იდო. მაპატიეთ, ჯაკო კერძო სახლში არ ცხოვრობს?! ჯაკო 9 სართულიან კორპუსში ცხოვრობს"- თქვა მან. 

შინაგან საქმეთა სამინისტრო აცხადებს, რომ მანჩო გიორგობიანის ორგანიზებით მომხდარი ძალადობის საქმეზე ოთხი ადამიანი დააკავა. უწყების ცნობით, ერთ-ერთი დაკავებულს, სავარაუდოდ, უკანონოდ ჰქონდა შენახული ცეცხლსასროლი იარაღები და საბრძოლო მასალა.

არქივის შესახებ

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 6 ნოემბერი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.