ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

"თბილისი მოლთან" აქციაზე პოლიცია მოქალაქეებს აკავებს - დაკავებულებს შორის არიან ნიკა მელია და გიგი უგულავა

"თბილისი მოლთან" აქციაზე პოლიცია მოქალაქეებს აკავებს - დაკავებულებს შორის არიან ნიკა მელია და გიგი უგულავა

უწყვეტი პროტესტის 67-ე დღეს თბილისის შემოსასვლელთან, სავაჭრო ცენტრ თბილისი მოლთან მიმდინარე საპროტესტო აქციაზე პოლიციამ მოქალაქეების დაკავება დაახლოებით საღამოს 6 საათისთვის დაიწყო - ამ დროისთვის მაგისტრალზე მოძრაობა გადაკეტილი არ იყო ავტომობილებისთვის;
საღამოს 6:48 წუთისთვის დაკავებულია ათზე მეტი ადამიანი - ცნობილია რომ დაკავებულებს შორის არიან პოლიტიკოსები გიგი უგულავა, ნიკა მელია, გიორგი კირთაძე და თენგო თევზაძე, ასევე დიმა ბიძინაშვილი.
იმ დროს როცა მოქალაქეების დაკავება დაიწყო, გზის საავტომობილო ნაწილი ნაწილობრივ პოლიციას ჰქონდა დაკავებული და მოქალაქეები მხოლოდ ერთ ზოლს იკავებდნენ.
ამ აქციის დაანონსების შემდეგ სახელმწიფომ დაჩქარებულად მიიღო კანონი, რომლითაც გზების გადაკეტვა სისხლის სამართლის კოდექსით დასჯადი ქმედება გახდა. აქციის დაწყებამდე შსს-მ ორჯერ გაავრცელა გამაფრთხილებელი განცხადება.

არქივის შესახებპირველწყარო: www.radiotavisupleba.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 2 თებერვალი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.